შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს დე ფილიერსმა ერთ-ერთ ავსტრალიურ ტელეარხზე კომენტარის გაკეთებისას ახლი ზელანდიის ნაკრებთან ზედიზედ ორჯერ წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა. მისი თქმით, არბიტრები მიკერძოებულად ირჯებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა "ოლ ბლექსს" მოეგო. მათი მიზანი იყო საგაისო მსოფლიო თასზე (რომელიც ახალ ზელანდიაში გაიმართება) აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნა.
სანზარის ხელმძღვანელები ყურადღებით გაეცნენ დე ფილიერსის განცხადებებს და დაადგინეს, რომ მან სანზარი ქცევის კოდექსი დაარღვია,
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი კი, დე ფილიერსს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"მას ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. დე ფილიერსს ახლახან შევხდით, საკმაოდ ნაყოფიერი, საინტერესო საუბარი შედგა. მან ნაკრების შემდგომი განვითარების მისეული ხედვა წარმოგვიდგინა, რასაც სრულად ვეთანხმებით და მზად ვართ, მის განხორციელებაში დავეხმაროთ" - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ტექნიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯეიმზ შტოფბერხმა.