"ვოლაბებს" შარფი და გიტო დააკლდებათ

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრები სამი ერის მორიგ შეხვედრაში ოქლენდში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ვოლაბების" თავკაცმა, რობი დინსმა უკვე დაასახელა იმ მორაგბეების ვინაობა, რომლებიც ამ შეხვედრისთვის მოემზადებიან. მათ შორის არის ის ოცი მოთამაშე, ვინც გასულ უქმეებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოგებულ მატჩში იასპარეზა.

გუნდში მძიმე ტრავმების მოშუშების შემდეგ დაბრუნდნენ ლუკ ბარჯესი და ლაკი თერნერი. დინსმა გუნდის შემადგენლობაში არ შეიყვანა მეორეხაზელი ნათან შარფი, მის ადგილს დენ ვიკერმანი დაიკავებს.

ამასთან, ისევ არ ითამაშებს ავსტრალიელთა რიგებში მეთ გიტო, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 92 კეპი აქვს მოუხვეჭილი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ გიტოც და შარფიც, შესაძლოა მსოფლიოს თასის მიღმა დარჩნენ.

ავსტრალიის ნაკრები
ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ქართლი ბეილი, ლუკ ბარჯესი, ქუადე კუპერი, პეკაჰუ ქოუანი, როკი ელსომი, ენტონი ფაინგაა, საია ფაინგაა, ვილი გენია, სკოტ ჰიგინბოთამი, მეთ ჰოჯსონი, ჯეომზ ჰორვილი, დიგბი იოანი, სეკოპე კეპუ, პეტ მაკკები, ბენ მაკკალმენი, სტივენ მური, ჯეიმზ ოკონორი, დევიდ პოკოქი, რობ საიმონსი, სიტალეკი ტიმანი, ლაკი ტერნერი, დენ ვიკერმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაჰააჰაა) ზელანდია დაგახვეთ ბურთს! გიტო და შარფი არ ათამაშო შენ ხო დინს :DD ლოოლ!
Qartveli!
11:22 04-08-2011
0

სიახლეები პოპულარული