გრემ ჰენრიმ 26 დაასახელა

AutoSharing Option
სამი ერის გათამაშების ლიდერი ახალი ზელანდიის ნაკრები მორიგ შეხვედრას 21 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში გამართავს. "ბოკემ" ამ მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო. "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გამოაცხადა იმ 26 მორაგბის სია, ვინც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

"კივების" თავკაცმა გუნდის შემადგენლობაში ტრავმირებული ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანიც შეიყვანა. თუ ჯიმი 21 აგვისტომდე გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს, მას ალბი მეთიუსონი შეცვლის.

კვლავ ვერ მოხვდნენ "ოლ ბლექსში" ლიამ მესამი და რიჩარდ კაჰუი. მესამს, რომელმაც ტრავმა ხლახან მოიშუშა, ურჩიეს დრომდე IთM-ის თასზე ითამაშოს. კაჰუი კი დღემდე
მკურნალობს.

ახალი ზელანდია:

შერკინება: ჯონ აფოა, ენტონი ბორიჩ, თომ დონელი, კორი ფლინი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, ჯერომ კაინო, რიჩი მაკქოუ, კევინ მეალამუ, კირან რიდი, ბრედ თორნი, ვიქტორ ვიტო, სემ ვაითლოქი, ტონი ვიდკოქი.
უკანა ხაზი: დენი კარტერი, ჯიმი ქოუანი, ალბი მეთიუსონი, აარონ კრადენი, იზრაელ დაგი, კორი ჯეინი, მალილი მულიაინა, მაა ნონუ, რენე რეინჯერი, ჯო როკოთოკო, კონრად სმითი, ბენსონ სტენლი, პირი ვიპუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული