რობი დინსი გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლის

AutoSharing Option
სამი ერის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურში ავსტრალიის ნაკრები სტუმრად, ოქლენდში, "ედენ პარკზე" ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა აქამდე თითო შეხვედრა გამართა და ორივემ მოიგო.

ამდენად, ოქლენდში საკმაოდ სერიოზული, პრინციპული ბრძოლაა მოსალოდნელი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ოლ ბლექსს" ამ სტადიონზე 17 წელიწადია არ წაუგია.

"ეს არაფერს ნიშნავს, ლაპარაკი ისტორიაზე კი არა, დღევანდელ დღეზეა. მართალია, საკუთარ მოდანზე ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ წარმატების მისაღწევად.

საინტერესოა, რომ "ედენ პარკზე" მსოფლიოს თასის ფინალი უნ
და გაიმართოს და ეს მატჩი, შესაძლოა, ერთგვარი რეპეტიციაც იყოს", - თქვა რობი დინსმა.

აღსანიშნავია, რომ დინსმა "ვოლაბების" ძირითადი შემადენლობა უცვლელი დატოვა. სათადარიგოთა შორის კი ტრავმამოშუშებული დენ ვიკერმანი და ლუკ ბარჯესი დასვა. ეს გადაწყვეტილება დინსმა ასე ახსნა:

"ახალი ზელანდიის ნაკრები სწრაფ, გაშლილ რაგბის თამაშობს. მორაგბეები დიდი გამძლეობითაც გამოირჩევიან, ამიტომ სათადარიგოთა შორის რაც შეიძლება მეტი ასეთივე სტილის მოთამაშეები უნდა გვყავდეს, რათა სრულფასოვანი შეცვლების გაკეთება დროულად შევძლოთ."

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პატ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. საია ფაინგაა, 17. პეკ ქოუანი, 18. დენ ვიკერმანი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლუკ ბრჯესი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ლაკი ტერნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული