"ოლ ბლექსი" მსოფლიოსთვის მზადაა

AutoSharing Option
ახალი ზელანდია-ავსტრალია 30:14
ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, სივივატუ (სლედი 62), სმითი, ნონუ (ვილიამსი 68), გეარი, კარტერი, ვიპუ (ელისი60). (1-8). კროკეტი (ფრენქსი 59), მეალამუ (ჰორი 47), ფრენქსი, თორნი, ვილიამსი, კაინო (ტომსონი), მაკქოუ, რიდი.
3ლ: ლომუ, მეალამუ, სივივატუ. 3გ,2ს,ა: კარტერი
ავსტრალია (15-9) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი, მაკკები, იოანი, კუპერი, გენია. (1-8) კეპუ, მური (ქოუანი 46), ლექსანდერი, საიმონსი, ჰორვილი, ელსომი, პოკოქი, მაკკალმენი (ტერნერი 70).
2ლ: იოანი, ელსომი. 2გ:კუპერი
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამ.აფრიკა)

სამი ერის გათამაშების მორიგ ტურში ახალი ზელანდიის ნაკრებმა შინ ოკლენდში, "ედემ პარკზე"
ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად მოუგო 30:14 და ტიტულის შენარჩუნების შეანიშნავი შანსი გაუჩნდა. "ოლ ბლექსს", საამისოდ, დარჩენილ ორ შეხვედრაში, ერთი გამარჯვებაც ჰყოფნის.

თამაში ოკლენდში შესანიშნავ პირობებში წარიამრთა. სტადიონზე მოსული 55 ათასი მაყურებელი ახალი ზელანდიის ნაკრების შესანიშნავი თამაშის მომსწრე გახდა, რასაც ვერაფრით ვიტყვით ავსტრალიელებზე. თავად ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით 17:0 მოიგეს, თავისთავად ბევრის მეტყველია. "ვოლაბების" უქულოდ დატოვება იოლი საქმე არაა და ეს ხშირად არ ხდება.

ახალზელანდიელებმა საწყის 30 წუთში რაგბის თამაშის შესანიშნავი გაკვეთილი ჩაუტარეს მეტოქეს. მასპინძლები თავდასხმაში უაღრესად აგრესიულად და, რაც მთავარია, უშეცდომოდ ირჯებოდნენ. ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე "ოლ ბლექსის" მგეზავმა დენ კარტერმა გახსნა საჯარიმოთი - 3:0.

ამას სამ წუთში კივების მრავალფაზიანი შეტევა მოჰყვა, რომელიც შუამარბ მაა ნონუს გარღვევითა და ულამაზესი ლელოთი დასრულდა, კარტერმა გარდასახა - 10:0. "ვოლაბებს", ცხადია, ყურები არ ჩამოუყრიათ. მასპინძლებს საკმაოდ სწრაფი შეტევით უპასუხეს, თუმცა გარემარბმა დიგბი იოანმა ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა. "ოლ ბლექსი" დაცვაში გაუვალი კედელივით იდგა. ამასთან, რამდენჯერმე ფეხით ცუდად ითამაშა გარემარმა ჯეიმზ ოკონორმა.

ავსტრალიელებისგან განსხვავებით, მასპინძლებს თავისი შანსი ხელდან არ გაუშვიათ. გრადამტეხი მომენტი შეხვედრის 26-ე წუთზე დადგა, როცა ბრწყინვალედ ითამაშა შერკინების კვაჭმა კევინ მეალამუმ. მის მიერ გატანილი ლელო კარტერმა ისევ გარდასახა 17:0 და ცხადი გახდა, რომ ავსტრალია მარცხს ვერაფრით გადაურჩებოდა.

მეორე ნახევარი ისევ ახალზელანდიელების შეტევებით დაიწყო და 46-ე წუთზე დენ კარტერმა დიდოსტატური არეკნი დაჰკრა - 20:0. ხუთ წუთში "ვოლაბებმა" პირველი ლელო მიითვალეს. შეტევისას მგეზავი ქუადე კუპერის სწორი გადაწყვეტილება დიგბი იოანმა გამოიყენა და მასპინძელთა ჩათვლის მოედანში შაეღწია. გარდასახვა კუპერმა დაარტყა და გაიტანა - 7:20.

ორი წუთიც არ გასულიყო, რომ "ოლ ბლექსმა" მეტოქეს საპასუხო ლელო გაუტანა. ამ შემთხვევაში თავი გამოიჩინა გარემარბმა სიტივენი სივივატუმ, რომლის შეჩერებაც ავსტრალიელებმა ვერაფრით შეძლეს. კარტერი გარდასახვისას ისევ უზადოდ გაისრაჯა. მანვე 12 წუთში კიდევ ერთი საჯარიმოც მიითვალა - 30:7.
სტუმრებმა მატჩს ბოლო ათი წუთი შეტევებში გაატარეს, თუმცა თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. ის მესამეხაზელის როკი ელსომის ანგარიშზეა, კუერმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 14:30.

აღსანიშნავია, რომ ახალზეალნდიელთა მგეზავ დენ კარტერს ამ შეხევდრაში, სავარაუდოდ, ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონი რეკორდი უნდა გაეუმჯობესებინა. მას საამისოდ ის ცამეტი ქულაც ეყოფოდა, რომელიც ამ მატჩში მოიპოვა, მაგრამ ახალზელანდიელის ქომაგთა სამწუხაროდ, უელსთან მტჩში "ვილკომაც" ამდენივე ქულის დაგროვება შეძლო და რეკორდსმენობა შეინარჩუნა.

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. სამ.აფრიკა - 0

13 აგვისტო
სამ.აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო
სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული