ტრავმები მოიშუშეს და წლევანდელ შეჯიბრებაში პირველი გამარჯვების მოპოვებისთვის იბრძოლებენ მეორეხაზელები ვიქტორ მეტფილდი და ბაკის ბოთა, ასევე მესამეხაზელი, მსოფლის ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი პიერ სპისი.
მათ გარდა დაშავებულთაგან ნაკრებს დაუბრუნდენენ ჰაინრიხ ბროსუ, რაიან კანკოვსკი და ეშლი ჯონსონი. აღსანიშნავია ასევე, საფრანგეთში მოთამაშე უკანახაზელის ფრანსუა სტეინის გამოძახება. მწყობრს უბრუნდება ძირთადი ცხრა ნომერიც ფური დუ პრიც.
მიუხედავდ ამისა,
ჯერჯერობით ისევ რთულად აქვთ ჯანმრთელობის მდგოამარეობა ანდრიას ბეკერს, იონან მულერს და დუეინ ვერმულენს. დე ფილიერსის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა შუამარბი ვინანდ ულიფიე.
"დაშავებულები ჯერ ისევ მრავლად გვყავს, თუმცა მდგოამრეობა ისეთი საგანგაშო არ არის, თუნდაც ორიოდ კვირის წინათ რომ იყო. გუნდის ძრითად მოთამაშეთა დიდი ნაწილი უკვე მწყობრშია და მსოფლიოს თასისთვის ემზადება. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა, მანამდე უახლოესი გეგმები გვაქვს განსახორციელებელი" - თქვა პიტერ დე ფილიერსმა.
სამხრეთ აფრიკა
შერკნება: პიერ სპისი, იან დეისელი, დენი როსუ, ბაკის ბოთა, ვიქტორ მეტფილდი, გერჰარდ მოსტერტი, ჯონ სმიტი, ბისმარკ დუ პლესი, თენდაი მთავარირა, იან დი პლესი, ხუთრო სტენკამპი, სი ჯეი ფან დერ ლინდე.
უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, ფრასუა სტეინი, ჯეი პი პიტერსენი, ბრაიან ჰაბანა, ჟაკ ფური, იან დე იონგი, იან დე ფილიერსი, მორნი სტეინი, ბუჩ ჯეიმზი, რუან პინარი, ფური დუ პრი, ფრანსუა ჰუგარი.
დაშავებულები: სხალკ ბურხერი, ჟუან სმითი, ანდრის ბეკერი, ვილემ ალბერტსი, იონან მულერი, დუეინ ვერმულენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"