სამხრეთაფრიკელთა გუნდის კრიზისი გრძელდება. "ბოკე" თამაშს თამაშზე აგებს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ფილიერსი უტიფრად განაგრძობს თავის მართლებას. გასულ უქმეებზე ავსტრალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, მან გუნდის შემადგენლობაში ხუთი ცვლიელბა განახორციელა.
დე ფილიერსი იძულებული გახდა ისევ ძირითადში დაებრუნებინა მგეზავი მორნი სტეინი. ფაქტია, რომ მასზე უკეთესი ათი
თადარიგში იქნება ასევე გუნდის კაპიტანი, შერკინების კვაჭი ჯონ სმიტი, მის ადგილს ბისმარკ დუ პლესი დაიკავებს. შერკინების ბურჯ ტენდაი მთავარირას კი ხუთრო სტენკამპი შეცვლის. სმიტის არყოფნაში "ბოკეს" მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი უკაპიტნებს.
შერკინებაში კიდევ ერთი ცვლილებაა. მესამე ხაზში დენი როსუს ჩაანაცვლებს ვილემ ალბერტსი. ტრავმირებული ფულბეკის ფრანსუა სტეინს ადგილზე დე ფილიერსმა ახალგაზრდა პატრიკ ლამბიე დააყენა.
"ეს ჩვენი ბოლო შანსია მსოფლიოს თასის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ საქმეში რამდენიმე კომბინაცია. ცვლილებები რომელიც ამ შეხედრისთვის განვახორციელეთ დაგეგმილი გვქონდა, რადგან მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის მზადება ძალზედ რთულ ვითარებაში დავიწყეთ. გუნდის ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა მორაგბე ტრავმირებული იყო.
ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. ვეცდებით, ეს მოკლე პერიოდი მაქსილამურად გამოვიყენოთ სათამაშო რგოლებს შორის ურთიერთგაგების აღსადგენად" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა.
სამხრეთ აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ჯე პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფური დუ პრი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იან დუ პლესი, 4. ბაკის ბოთა, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ჰაინრიხ ბროსუ, 7. ვილემ ალბერტსი, 8. პიერ სპისი.
16. ჯონ სმიტი, 17. ტენდაი მთავარირა, 18. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 19. დენი როსუ, 20. ეშლი ჯონსონი, 21. ფრანსუა ჰაუგარი, 22. ბუჩ ჯეიმზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 9, 3. სამ.აფრიკა - 0
20 აგვისტო
სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია
27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"