ბრისბენში სამი ერის ბედი წყდება

AutoSharing Option
დღეს ბრისბენში, სამი ერის გათამაშების ბოლო შხვედრაში, ამ ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. ავსტრალიის ნაკრები შეეცდება შინ ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი დაამარცხოს და მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნას.

"ოლ ბლექსის" ნაკრების თავკაცმა გრემ ჰენრიმ მსოფლიოს თასზე საასპარეზო 30-კაციანი შემადგენლობა ოთხი დღის წინ გააცხდა. მისი რამდენიმე გადაწყვეტილება რაგბის სპეციალსტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჰენრიმ ლიამ მესამს, ხოსე გეარს, ჯერარდ ჰოეთას და სიტივენი სივივატუს ამჯობინა ვიქტორ ვიტო, ზაკ გილფორდი და ისაია ტოეავა.

ავსტრალიის ნაკრებს კი კაპიტანი შეუცვალეს. როკი ელსომის ნაცვლად "ვოლაბებს" ჯეიმზ
ჰორვილი წარუძღვება. რობი დინსმა განაცხადში არ შეიყვანა ჯეიმზ ოკონორი. სწორედ ამიტომ ბუქმეიკერებს ფავორიტად ახალი ზელანდიის ნაკრები მიაჩნიათ. ოკონორის არყოფნა ავსტრალიელთა გუნდს იმაზე მეტად დაეტყობათ, ვიდრე ამას გუნდის მწვრთნელები ვარაუდობენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჰენრიმ ძირითად შემადგენლობაში ყველა წამყვანი მოთამაშე დააბრუნა. დენ კარტერი, რიჩი მაკქოუ, მაა ნონუ, კონრად სმითი და ძმანნი მათნი, სრულ მზადყოფნაში არიან.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 30-კაციან განაცხადში მოხვდა, ჰენრის გადაწყვეტილების ლოგიკურობა მაინც დასამტკიცებელი აქვს გარემარბ ზაკ გილფორდს.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ენტონი ფაინგაა, 12. პატ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. დენ ვიკერმანი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რადიკე სამო.
16. საია ფაინგაა, 17. სალესი მააფუ, 18. რობ საიმონსი, 19. ბენ მაკკალმენი, 20. სკოტ ჰიგინბოთამი, 21. ლუკ ბარჯესი.
ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ადამ თომსონი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. ენდრიუ ჰორი, 17. ჯონ აფოა, 18. ალი ვილიამსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ენდი ელისი, 21. კოლინ სლედი, 22. ისაია ტოეავა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 9, 3. სამხრეთ აფრიკა - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლამის ოთხი დღე გავიდა რაც გადაწყდა უკვე და ინფორმაციას რატომ არა დებთ? 25-20 ავსტრალიამ გაიმარჯვა და თასიც მოიპოვა, ასე რომ მსოფლიოზე ფინალის ჯახის რეპეტიცია შედგა.
oldcoyot
02:30 31-08-2011
0

სიახლეები პოპულარული