ბეილიმ "ბოკეს" გმირობა არ დაანება

AutoSharing Option

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ავსტრალიელთა ფულბეკმა ქართლი ბეილიმ საჯარიმო 50 მეტრიდან გაიტანა და "ვოლაბებს" 1963 წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში "ბოკესთან" პირველად გაამარჯვებინა - 41:39.

ამ მოგებით ავსტრალიელებმა ნელსონ მანდელას სახელობის თასი მოიპოვეს და სამი ერის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავეს. თამაშის შედეგს, ცხადია, მასპინძლებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მსოფლიოს ჩემპიონების ბანაკში დიდი ხანია, არეულობაა, რაც ხუთი თამაშიდან ოთხის წაგების ფასად დაუჯდათ. "ბოკემ" შელახული რეპუტაცია ერთი კვირის წინ პრეტორიაში "ვოლაბების" დამარცხებით თითქოს აღიდგინა. ბლუმფონტეინში სამხრეთაფრიკელებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ჩავარდნა დროებითია, მაგრამ ვერ

შეძლეს. კრიზისი საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა.
დრამატული მატჩის სცენარი წინა შეხვედრისას ჰგავდა. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა "ბოკემ" "ამოქაჩვა" შეძლო. რობი დინსმა და მისმა ბიჭებმა, როგორც ჩანს, პრეტორიული მატჩის გამოცდილება გაითვალისწინეს და მეტოქეს გამარჯვება არ დაანებეს.

ბლუმფონტეინში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. შუამარბმა მეთ გიტომ მე-2 წუთზე საჯარიმო გაიტანა. სამხრეთაფრიკელთა მგეზავმა მორნი სტეინმა ანგარიში საჯარიმოთივე ოთხ წუთში გაათანაბრა - 3:3.

ამას მომდევნო ოც წუთში ავსტრალიელთა ლელოების კორიანტელი მოჰყვა: ქართლი ბეილიმ, ჯეიმზ ოკონორმა, სტივენ მურმა და ჯეიმზ სლიპერმა ერთმანეთზე უკეთესი ოთხი ლელო გაიტანეს, გიტომ ოთხივე გარდასხა. "ბოკემ" ამაზე მხოლოდ სტეინის საჯარიმოთი უპასუხა და 26-ე წუთისთვის ავსტრალიის ნაკრები 25 ქულით დაწინაურდა - 31:6.
ვითარების შემობრუნების დასაწყისად პირველი ტაიმის ბოლო წუთები შეიძლება მივიჩნიოთ, როცა "ბოკეს" ლიდერმა ვიქტორ მეტფილდმა თავდადების შესანიშნავი მაგალითი უჩვენა თანაგუნდელებს. მის მიერ წამოწყებული იერიში კი დიკვალიფიკაციის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა შუამარბმა ჟაკ ფურიმ ლელოთი დაასრულა. სტეინმა გარდასხა - 13:31. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში სამხრეთაფრიკლები დომინირებდნენ და 70-ე წუთზე ხუთი ქულით დაწინაურდნენ - 36:31.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე "ბოკე" გააფთრებული ეკვეთა მეტოქეს და 14 წუთში ხუთრო სტენკამპისა და იან დე ფილიერსის ლელოების წყალობით, რომლებიც სტეინმა გარდასახა და ზედ ერთი საჯარიმოც მიყოლა, ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე შეამცირა - 30:31. მატჩის დასრულებმადე 26 წუთი რჩებოდა და, ცხადია, "ბოკეს" თითქმის წაგებული თამაშის სათავისოდ შემობრუნება რეალურად შეეძლო.

საქმეც აქეთკენ მიდიოდა. მორნი სტეინმა 61-ე და 70-ე წუთებზე ორი საჯარიმო გაიტანა - 36:31. "ბოკეს" ქომაგთა სამწუხაროდ, "ვოლაბებმა" ბოლო ათ წუთში ძალების მობილიზება შეძლეს. 72-ე წუთზე ლელო გარემარბმა დრიუ მიტჩელმა გაიტანა, გარდასხვა ზუსტად მეორე გარემარბმა ჯეიმზ ოკონორმა დაარტყა - 38:36.
76-ე წუთზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მორნი სტეინის საჯარიმოთი ისევ შეძლო დაწინაურება - 39:38, თუმცა "ბოკეს" ქომაგებს იმ საღამოს ზეიმი არ ეწერათ: ქართლი ბეილიმ "ბოკეს" გმირობა არ დაანება.

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია 39:41
სამხრეთ აფრიკა (15-9) ფ.სტეინი, პიტერსენი, ფური, დე ფილიერსი, ჰაბანა (ეპლონი 51), მ.სტეინი, ჰაუხარდი.   (1-8) სტენკამპი, სმიტი (რელეპელე 65), დუ პლესი (ფან დერ ლინდე 55),  როსუ (ფან დერ მერვე 61), მეტფილდი, ბურხერი, სმითი, სპისი (კანკოვსკი 65).
3ლ: ფური, დე ფილიერსი, სტენკამპი. 6ს,3გ: მ.სტეინი.
ავსტრალია (15-9) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი, გიტო (ბარნსი 70),  მიტჩელი (ე.ფაინგაა 74), კუპერი, გენია (ბარჯესი 55).  (1-8) რობინსონი, მური (ს.ფაინგაა), მააფუ (სლიპერი 22), ჩისჰოლმი (მამი 54), არფი, ელსომი, პოკოქი, მაკკალმენი (ბრაუნი 68).
5ლ: მური, ელსომი, მიტჩელი, ოკონორი, ბეილი. 5გ: გიტო (4), ოკონორი. 2ს: გიტო, ბეილი.
სინბინი: ს.ფაინგაა.
მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)

სატურნირო მდგომარეობა
 თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +72 23
2. ავსტრალია 5 2 0 3 -25 10
3. ს.აფრიკა 6 1 0 5 -47 7

სამი ერი
11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია
 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული