ოთხი ერი: მეორე, ისევე როგორც პირველი?

AutoSharing Option
ოთხი ერის წლევანდელ გათამაშებას პირველი ტურის შემდეგ სათავეში სამხრეთ აფრიკის ნაკრები უდგას, რომელიც 25 აგვისტოს მენდოსაში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბოკემ" ერთი კვირის წინ "პუმები" შინ, კეიპთაუნში დამაჯერებლად დაამარცხა - 27:6, თუმცა მის ქომაგებსა და რაგბის სპეციალისტებს მაინც დაუტოვა დაკმაყოფილებლობის გრძნობა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საგრძნობლად გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მაღალი ხარისხის რაგბი ვერ აჩვენა, არადა მეტოქეც არ იყო უძლიერესთა რიგებიდან.

საპასუხო მატჩის წინ "ბოკეს" თავკაცმა ჰეინკე მეირმა ორი ცვლიელბა განახორციელა. აქედან ერთი იძულებითი იყო. მან ტრავმირებული ბისმარკ დუ პლესის
ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ადრიან სტრაუსი დააყენა. ხოლო შერკინების შემკვრელის (#8) კიგან დენიელი, რომელიც სამხრეთაფრიკელთა რიგებში ყველაზე სუსტად გამოიყუებიდა, ვილემ ალბერტსით შეცვალა.

"ჩვენს გუნდში ყველაზე გამოცდილი ახლა გარემარბი ბრაიან ჰაბანაა. ცხადია, მასზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, მით უფრო, როცა ისეთი ძლიერი მოთამაშეები გამოგვაკლდნენ ბისმარკ დუ პლესი, პიერ სპისი და ჯეი პი პიტერსენი რომ არიან.

მენდოსაში მძიმე, ძალიან დაძაბული ბრძოლა გველოდება, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურ მომზადებას ექნება. ამიტომ დიდხანს ვფიქრობდით, შეგვეცვალა თუ არა კიგან დენიელი ვილემ ალბერტსით.

"პუმების" შერკინებამ კეიპთაუნში კარგად ითამაშა, თანაც ჩვენც არ ვიყავით კმაყოფილი ჩვენი მორკინალების დაცვაში თამაშით. ამჯერად ასე ასპარეზობა აღარ ივარგებს, მენდოსაში დიდი გამოცდა გველის და გამარჯვებისთვის ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ"
, - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეირემა.

არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სანტიაგო ფელანს უწინარესად საკუთარი მოთამაშეების იმედი აქვს და მერე მენოდსელი "ტორსიდასი". არგენტინელი ქომაგების გაშმაგებული, ხმაურიანი მხარდაჭერა საყოველთაოდ ცნობილი მოვლენაა, მით უფრო, რომ მენდოსას სტადიონი ისეა მოწყობილი, რომ ქომაგების ლამის მოედანზე სხედან.

ერთი სიტყვით, "ბოკეს" საკამოდ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლი ქვეშ მოუწევს თამაში. ამის გარდა ფელანმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლიელბა განახორციელა.

ფულბეკის პოზიციაზე ლუკას გონსალეს ამოროსინოს ნაცვლად მარტინ როდრიგესი ითამაშებს. ფელანი, როგორც ჩანს მგეზავის, ხუან მარტინ ერნანდესის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და ის ნიკოლას სანჩესით შეცვალა.

არგენტინა-სამხრეთ აფრიკა
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13, მარსელო ბოსჰი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ორასიო აგულა, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გუინაზუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აიერსა, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. მარტინ ლანდახო, 21. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 22. ხუან იმოფი.

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იან დე ფილიერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ლვაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. ანდრიეს ბეკერი, 6. მარესლ კუცია, 7. ჟაკ პოთხიტერი, 8. ვილემ ალბერტსი.
16. ტიაან ლიბენბერხი, 17. პეტ კილიერსი, 18. ფლიპ ფან დერ მერვე, 19. კიგან დენიელი, 20. რუან პინარი, 21. პეტ ლამბიე, 22. ჯეი ჯეი ენგელბერხტი.

მსაჯი: სტიცვ ველში (ავსტრალი)

* * *
საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი ოქლენდში, სადაც მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

პირველ მატჩში "ოლ ბლექსმა" სტუმრად 27:19 დაამარცხა "ვოლაბები" და ახლა საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო ტრიუმფალური გამარჯვებისთვის ემზადებიან.

ახალზელანდიელ ქომაგებს ავსტრალიელთა გუნდის შერკინებაში არსებული პრობლემების იმედი აქვთ და სრულიად სამართლიანადაც. მეტიც, "ოლ ბლექსის" უპირატესობა ამ რგოლში იმდენად დიდია, რომ პირველ მატჩში სამიდან ორი ლელო სწორედ შერკინების მერე განხორციელებული შეტევიდან გავიდა.

ავსტრალიის ნაკრებს დაუბრუნდა მგეზავი ქუადე კუპერი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს "ვოლაბებისთვის" დიდი ვერაფერი შვება იქნება.

ახალი ზელანდია-ავსტრალია
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი. 1. ვაით კროკეტი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ბროდი რეტალიკი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ბენ სმიტი.

ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. დრეიუ მიტჩელი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტელეკი ტიმანი, 5. ნათან შარპი, 6. დეივ დინსი, 7. მაიკ ჰუპერი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რადიკე სამო, 19. ლიმა გილი, 20. ნიკ ფიპსი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ქართლი ბეილი.

მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი).

სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 4 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 4, 3. ავსტრალია - 0, 4. არგენტინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული