პირველ ორ მატჩში "ოლ ბლექსთან" მარცხის შემდეგ "ვოლაბების" ახალზელანდიელ თავკაც რობი დინსს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და თავსატეხიც მიეძალა.
ავსტრალიის ნაკრებმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა "პუმებს" ორივე მატჩი მოუგოს და შინ სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდიც აუცილებლად დაამარცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დინსს გადაყენება ემუქრება.
გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავსტრალიელთა დამრიგებელმა ოთხი ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, 21 წლის გარემარბი დომინიკ შიპერლი მოხვდა.
უნივერსალი შუამარბი ადამ
ორი ცვლილება შეეხო შერკინებასაც. პირველ ხაზში კვაჭის პოზიციაზე სტივენ მური ითამაშებს. შერკინების შემკვრელი (#8) სკოტ ჰიგინბოთამი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, ძირითადში კი ამ პოზიციაზე რადეკი სამო გაირჯება.
ტრავმის მოშუშების შემდეგ ისევ ძირითადშია მგეზავი ქუადე კუპერი. რობი დინსს იმედი აქვს, რომ ის ცხრა ნომერ ვილი გენისთან დუეტში ისევ გენიალურად ათამაშდება.
შთამბეჭდავად გამოიყურება ტრავმირებულ მოთამაშეთა სია, რომლებიც ავსტრალიის ნაკრებს ვერაფრით ეხმარებიან. ესენია: დრიუ მიტჩელი, დევიდ პოკოქი, ჯეიმზ ჰორვილი, ჯეიმზ ოკონორი, სეკოპე კეპუ, ვიკლიფი პალუ, პეტ მაკკები და ბენ მაკკალმენი.
ავსტრალია
15. ქართლი ბეილი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტელეკი ტიმანი, 5. ნათან შარფი, 6. დეივ დინსი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადეკი სამო.
16. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ნიკ ფიპსი, 21. მაიკ ჰარისი, 22. ენტონი ფაინგაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"