ლომუ ინგლისელთა გადაწყვეტილებამ გაანაწყენა

AutoSharing Option
ახალახან ინგლისის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ "პომები" მსოფლიოს თასზე პირველ შეხვედრას არგენტინის ნაკრებთან თავიანთთვის უჩვეულო, შავ ფორმებში გამართავენ.

ახალ ზელანდიელთა მხრიდან, რომლის ეროვნული ნაკრების ტრადიციული ფერი შავია, ოფიციალურად აქამდე პროტესტი არავის გამოუთქვამს. არადა, "ოლ ბლექსად" (შავები) ამ ქვეყნის ნაკრები 1905 წლიდან მოიხსენიება.

"პირველი მერცხალი" ვინც ინგლისელთა ამ "კადნიერბაზე" კომენტარი გააკეთა, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოარაგბე ჯონა ლომუა.

"ვერაფრით ამიხსნია ინგლისელთა ამ გადაწყვეტილების მიზანი. ვფიქრობ, ეს წარსულის, ტრადიციების შეურაცხყიფაა. არადა მათ ჩვენზე არანაკლები ტრადიციები და შესანიშნავი ფორმები აქვთ.

ვერ წარმომიდგენია,
როგორ გამორბიან მოედანზე შავებში გამოწკეპილი ინგლისელები. მე ერთ-ერთი მორაგბე ვარ იმ უამრავიდან, რომელიც რაგბის ძველ ტრადიცებზე გაიზარდა. შავი ფერი ყოველთვის ახალ ზელანდიასთან ასოცირდებოდა, თეთრი კი ინგლისთან. ვერ გამიგია, რას ერჩიან ისინი თავიანთ თეთრ მუნდირებს."

ცხადია, ჯონა ლომუს უკომენტაროდ არც მომავალ მსოფლიოს თასზე ახალზელანდიელთა შანსების შესახებ შეკითხვა დაუტოვებია. მას მიაჩნია, რომ "ოლ ბლექსი" საკუთარ კედლებში ყველაზე რეალური ფავორიტია და დარწმუნებულია, რომ ბიჭები ამ შანსს ხელიდან არაფრით გაუშვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული