საფრნაგეთის ნაკრები დააჯარიმეს

AutoSharing Option
რაგბის საერთაშორისო საბჭომ საფრანგეთის ნაკრები 2 500 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. ფინალური მატჩის წინ, მაშინ როცა ახალი ზელანდიის ნაკრები ტრადიციულ "ჰაკას" ასრულებდა, "ლე ბლო", თავისის კაპიტნის, ტიერი დუსოტუარის თავკაცობით, ისე როგორც რომალული ლეგიონები, სოლისებურად მოეწყო და წესით დადგენილი ზონა დატოვა, რომელიც ათმეტრიან ხაზთან მთავრდება. ეს კი IღB-ს წესებით აკრძალულია და ფულადი ჯარიმით ისჯება.

ფრანგები მეტოქეს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ.

"ერთ მომენტში ისე ახლოს მივედით, რომ ვიფიქრე შეტაკება გარდუვალია-მეთქი, იხსენებს ტიერი დუსოტუარი - ეს დიადი წამი იყო და ის მუდამ გვამახსოვრება".

სანქციას არაფრით
ეთანხმება საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკ ლივერმონი.

"დუსოტუარი ეცადა გუნდი შეეჩერებინა, სანამ "ჰაკას" მჭიდროდ მიუახლოვდებოდნენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სასჯელი ზომაზე მეტად მკაცრია" - თქვა მან.

ამასთან, სერიოზულ სკანდალში გაეხვა ფრანგთა მეორეხაზელი პასკალ პაპე. მან ოქლენდში სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთ ფოტოგრაფს შეაფურთხა. კიდევ ერთმა ფოტოკორესპონდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა მოთამაშემ მას სილა გააწნა.

დამნაშავის ვინაობა ჯერ არ გაუცხადებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული