თემიდის მსახურნი-იგივენი

AutoSharing Option
თებერვლის დასაწყისში სტარტს აიღებს ექვსი ერის მორიგი გათამაშება. რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) დაამტკიცა იმ არბიტრების სია, ვინც ამ ტურნირის მატჩებს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ეს სია აბსოლუტურად იდენტურია იმისა, რაც ახლახან ახალ ზელანდიში დასრულებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში იყო წარმოდგენილი. გაისად ექვს ერზე ყველა ის არბიტრი იმსაჯებს, ვინც ახალ ზელანდიაში გაისარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალური მატჩის არბიტრი, სამხრეთაფრიკელი კრეიგ იუბერი ფრანგთა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, IRB -მ ის მაინც დანიშნა ბოლო ტურში კარდიფში გასამართი უელსისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩის მსჯად, რამაც, ცხადია, ფრანგთა
დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღსანიშნავია ერთი სიახლეც, იტალიის მორაგბეთა ნაკრები საშინაო მატჩებს რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართავს.

ექვსი ერი
4 თებერვალი
საფრანგეთი-იტალია, შოტლანდია-ინგლისი,
5 თებერვალი
ირლანიდა-უელსი
11 თებერვალი
იტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია
12 თებერვალი
უელსი-შოტლანდია
25 თებერვალი
ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი
26 თებერვალი
შოტლანდია-საფრანგეთი
10 მარტი
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია
11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი
17 მარტი
იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული