ინგლისის რაგბის ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალე მოთამაშე ამ ქყვეყნის რეკორდის ავტორიცაა. მის ანგარიშზე 1179 ქულაა. აქედან მან ექვსი ლელო, 162 გარდასახავა, 239 საჯარიმო და 36 არეკნი გაიტანა. შედეგიანობის მიხედვით მსოფლიოში მას მხოლოდ ახალზელანდიელი მგეზავი, დენ კარტერი სჯობია.
აი რა დაწერა მან პირად ვებ გვერდზე:
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განვაცხადო, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე. ამას დიდი სინანულით ვამბობ, თუმცა ვიცი, ბევრ რამეში გამიმართლა, საიმისოდ, რომ დიდი მიზნებისთვის მიმეღწია.
ვერასდროს დავიჯერებდი, რომ როდესმე
მოვიდა დრო, რომ ეროვნულ ნაკრებს გამოვემშვიდობო და გზა ახალგაზრდებს დავუთმო, რათა მათაც მიეცეთ საშუალება განიცადონ ის, რასაც 15 წლის განმავლობაში განვიცდიდი. იმით, რომ ოთხ მსოფლიოს თასზე და "ბრიტალენი ლომების" ორ ტურნეში ვითამაშე, დიდად კმაყოფილი ვარ.
ცხადია, მინდა წარმატება ვუსურვო ინგლისის ნაკრების მწვრთნელს სტიუარტ ლანკასტერს, თუმცა ამასთან ერთად, მადლობა უნდა ვუთხრა "პომების" ყოფილ მწვრთნელებს, მარტინ ჯონსონს, ბრაიან სმიტს, მაიკ ფორდს, ჯონ ველშს და გრემ რაუნტრის. მათ შესანიშნავად იმუშავეს და, ვფიქრობ, ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.
ამიერიდან, მხოლოდ ფრანგულ კლუბ "ტულონში" ვითამაშებ და ვეცდები იქაც ისეთივე სიამოვნება მივიღო რაგბის თამაშით, როგორსაც აქამდე, ინგლისის ნაკრებში თამაშისას ვიღებდი".
"ვილკოს" ამ განცხადებას ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელი, სტიუარტ ლანკასტერი გამოეხმაურა:
"ჯონის ბრწყინვალე სარაგბო კარიერა ჰქონდა. ის ინგლისური რაგბის უდიდესი წარმომადგენელი იყო. ყველა, ვინც მას იცნობს, დამეთანხმება, რომ ის ჭეშმარიტი სპორტსმენი და უდიდესი პიროვნებაა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"