შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მგეზავმა დენ კარტერმა საზარდულის ტკივილის გამო ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა და "ოლ ბლექსის" ტრიუმფში მონაწილეობა არ მიუღია. 29 წლის მორაგბემ ოპერაცია სიდნეიში ფინალამდე ერთი კვირით ადრე გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.
"სამწუხაროდ, დენი ზე რაგბის გათამაშების პირველ ტურებში ვერ დაგვეხმარება. ის სათამაშოდ მზად მხოლოდ მარტისთვის იქნება.
რაც შეეხება რიჩი მაქოას, მას შარშან გაზაფხულზე ფეხში ჭანჭიკი ჩაუყენეს და მსოფლიოს თასის გათამაშებისას საშინელ ტკივილებს განიცდიდა, თუმცა, როგორც სჩვევია წარბი არ შეუხრია და კაპიტანმა გუნდი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ 31 წლის მაქოას ნოემბერში ფეხიდან ჭანჭიკი ისევ ამოუღეს.
"სამიოდე კვირაა, რაც ხელჯოხები გადავაგდე და დამოუკიდებლად დავიწყე სიარული. როდის დავბურნდები მოედანზე ამას ვერ გეტყვით, ყველაფერი რეაბილიტაციის პროცესზე და ექიმების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული" - თქვა რიჩი მაქოამ.
აღსანიშნავია, რომ "კრუსეიდერზს", რომელსაც მიწისძვრის შემდეგ, ჯერ კიდევ არ გააჩნია საკუთარი სტადიონი, ზე რაგბის გათამაშების საწყის ტურებში გარემარბი ზაკ გილდფორდი დააკლდება, რომელიც ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ლოთობის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, რომ "კრუსეიდერზი" ზე რაგბის პირველ ტურში, 24 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება ოქლენდის "ბლუზს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"