სტიუარტ ლანკასტერს სჯერა და იმედიანადაა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები სტუმრად ედინბურგში, შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ექვსი ერის გათამაშებაში კიდევ ერთ მატჩს გამართავს სტუმრად.

"პომები" ამჯერად რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ინგლისელთა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

შოტლანდიური ბატალიების შემდეგ, მიკროტრავმები აწუხებდათ ჩარლი ჰოჯსონს, ლი დიქსონს და ოუენ ფარელს. თუმცა ახლა სამივე გამოჯანმრთელდა და "სკუადრა აძურასთან" საბრძოლველად ემზადება.

"პომების" შემადენლობაში არ არიან მგეზავი ტობი ფლუდი და შუამარბი მანუ ტუილაგი, რომლებმაც პირველი შეხევდრა ტრავმის გამო გამოტოვეს, თუმცა ამჯერად სრულიად გამოჯანმრთელებულნი არიან და შაბათს "ლესტერის"
შემადგენლობაში ითამაშებენ. დაშავებულნი არიან და ისევ განაგრძობენ მკურნალობას კორტნი ლავი და ტომ ვუდი.

"ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობდა, ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ და ეს გარემოება თამაშის ხარისხზე აისახება.

შემადგენლობა უცველელი დავტოვე, რადგან ის ახალი მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ გუნდს უფრო მეტად უნდა შეეწყონ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სათადარიგოები, ისევე როგორც "სკოტებთან" მატჩში, ამჯერადაც შესანიშნავად ჩაერთვებიან თამაშში და გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან.

იტალიის ნაკრები, ვფიქრობ, საკუთარ მოედანზე სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ეს ძალიან გამოცდილი გუნდია. თავად განსაჯეთ, "სკუადრა აძურას" ძირითადის მოთამაშეებს ჯამში 700 კეპი აქვთ მოხვეჭილი. დარწმუნებული ვარ, "სტადიო ოლიმპიკოზე" ურთულესი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. ბრედ ბარიტი, 12. ოუენ ფარელი, 11. დავიდ სტრიტლი, 10. ჩარლი ჰოჯსონი, 9. ბენ იანგზი. 1. ალექს კორბისერო. 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. მორის ბოთა, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. კრის რობშო, 8. ფილ დოუსონი.
16. რობ ვებერი, 17. მეთ სტივენსი, 18. ჯეფ პერლინგი, 19. ბენ მორგანი, 20. ლი დიქსონი, 21. ჯორდან ტერნერ-ჰალი, 22. მაიკ ბრაუნი.

ექვსი ერი
11 თებერვალი
იტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია
12 თებერვალი
უელსი-შოტლანდია

სატურნირო მდგომარეობა
1. საფრანგეთი - 2 ქულა, 2. ინგლისი - 2, 3. უელსი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული