უორენ გეთლენდმა სამი შეცვალა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების კაპიტანი სემ ვერბარტონი, რომელიც ტრავმირებული იყო, გამოჯანმრთელდა და ლონდონში, "თვიქნემზე" ინლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში ითამაშებს. ვერბარტონის დაბრუნება ერთ-ერთია იმ სამი ცვლილებიდან, რომელიც "წითელი ურჩხულების" თავკაცმა უორენ გეთლენდმა განახორციელა.

სამივე ცვლილება შერკინებაში მოხდა. პირველხაზში, დაშავებული შერკინების კვაჭის ჰიუ ბენეტის ნაცვლად კენ ოუენსი ითამშებს. ტრამვირებულია ასევე მეთიუ რისიც, რომლის ადგილსაც სათადარიგოთა შორის რიჩარდ ჰიბარი დაიკავებს.

ვერბარტონის დაბრუნების შედეგად განაცხადში ვერ მოხვდა აარონ შინგლერი. ეროვნულ გუნდში გამოძახებული არ არიან ენდი პაულეი და ლუ რიდი. პაუელის ნაცვლად გეთლენდმა სათადარიგოთა შორის ჯასტინ ტიპურიჩი
გაამწესა.

შოტლანდიასთან მოგებული მატჩის შემდეგ სრულიად უცვლელი დარჩა უკანა ხაზი, რომელიც "ნარშავებთან" გამარჯვების სულისჩამდგემელი იყო. შეგახსენებთ, რომ უელსელებმა ორი თამაშიდან ორივე მოიგეს და ახლა ინგლისში ტრიუმფისთვის ემზადებიან.

უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეტლინ ჯენკინსი, 2. კენ ოუენსი. 3. ადამ ჯოუნზი, 4. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. რიჩარდ ჰიბარი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. რაიან ჯოუნზი, 19. ჯასტინ ტიპურიჩი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.

ექვსი ერი
III ტური
ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი, შოტლანდია-საფრანგეთი.

სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 4 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. საფრანგეთი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული