მარტინ კასტროჯოვანი და მაურო ბერგამასკო დაბრუნდნენ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები "ლე ბლოსგან" განსხვავებით ექვსი ერის გათამაშებაში მორიგ შეხვედრას 10 მარტს გამართავს. მეტოქე კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრები იქნება.

"სკუადრა აძურას" ფრანგმა თავკაცმა ჟაკ ბრუნელმა გუნდში ოთხი ახალი მორაგბე მიიწვია. თუმცა ყველა მათგანი სინამდვილეში კარგად ნაცნობი ძველია.

ტრვმა მოიშუშა და ნაკრების დახმარებას შეძლებს მარტინ კასტროჯოვანი. დაშავებული ანტონიო პავანელო კი კარლო დელ ფავამ შეცვალა.

ირლანდიელებთან ვერ ითამაშებს მაურო ბერგამასკო, რომელსაც მანოა ვოსავაი ჩაანაცვლებს. გუნდს დაუბრუნდა მაუროს ძმა მირკო ბერგამასკო, რომელმაც ტრავმა ახალ ზელანდიაში მიიღო და ახლახანს გამოჯანმრთელდა.

იტალიის ნაკრები
შერკინება: ფაბიო
სტაბინო, ლორენცო ჩიტადინი, ანდრეა ლოჩიჩერო, მიკელე რიზო, მარტინ კასტროჯოვანი, ტომაზო დაპიკე, ლეონარდო ჯილარდინი, ქუენტინ გელდენჰაუზი, კორნელიუს ფან ზილი, მარკო ბორტოლამი, კარლო დელ ფავა, რობერტ ბარბიერი, მანია ვოსავაი, ფრანჩესკო მინტო, სიმონე ფავარო, სერჯო პარისე, ალესანდრო ძანი.
უკანა ხაზი: ფაბიო სემენცატო, ედუარდო გორი, კრისტოფერ ბარტონი, ტობიას ბოტესი, ტომაზო ბენვენუტი, გონსალო კანალე, ლუკა მორისი, ალბერტო სგარბი, ჯულიო ტონიოლატი, მირკო ბერგამასკო, რობერტო კუარტაროლი, ჯოვანი ვენდიტი, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი.

ექვსი ერი
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 2, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

4 მარტი
საფრანგეთი-ირლანდია.
10 მარტი
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.
11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული