"წითელ ურჩხულებს" შესანიშნავი შანსი აქვთ, წლეულს "დიდი სლემი" შეასრულონ. საამისოდ მათ "სკუადრა აძურასთან" შესაძლო გამარჯვების შემდეგ, ერთი კვირის თავზე, საფრანგეთის ნაკრების დამარცხება მართებთ, რომელსაც ასევე შინ დაუპირისპირდებიან.
ეს ამბავი უელსელებს მწარედ ახსენებს შარშან გამართულ მსოფლიოს თასზე "ლე ბლოსთან" ნახევარფინალურ მატჩს, რომელშიც არბიტრმა ისინი ჯერ კიდევ შეხვედრის პირველ ნახევარში კაცნაკლული დატოვა. მაშინ ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ უელსის ნაკრებმა ფინალში ვერ გააღწია. არადა, ეს იქნებოდა ამ
"ახალ ზელანდიაში ნახევარფინალში წაგებამ გული ძალიან დაგვწყვიტა, თუმცა უფრო მეტი მოტივაცია გაგვიჩინა, რათა თავდაუზოგავად გვემუშავა და თამაშის ისეთივე დონისთვის მიგვეღწია, როგორიც მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას გვქონდა.
ქომაგები ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. ყველა "დიდი სლემის" მოგებაზე ოცნებობს, მაგრამ იქამდე ორი თამაში გვაქვს მოსაგები.
უახლოესი მეტოქე იტალიის ნაკრებია. ამ გუნდმა ბოლო ხანს საგრძნობლად მოუმატა და მასთან თამაში ძალიან გვიჭირს. სწორედ ამიტომ ამჯერად მხოლოდ "სკუადრა აძურასთან" თამაშზე ვფიქრობთ და მთლიანად ამ მატჩის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი" - თქვა უელსელთა შერკინების ბურჯმა გეთლინ ჯენკინსმა.
უელსელთა გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა მეორეხაზელი ალუნ-ვინ ჯოუნზი. შესაბამისად, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს ლუკ ჩარტერისი. მიკრო ტრავმა აწუხებდა შუამარბ ჯიმი რობერტსს, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, ის სათამაშოდ მზადაა.
"წინა ტურში ლონდონში "თვიქნემზე" გამარჯვების შემდეგ შინ, "მილენიუმზე" ვბრუნდებით და ჩვენი ქომაგების თანდასწრებით ორი ურთულესი მატჩის გამართვა მოგვიწევს. ძალიან კარგი შანსი გვაქვს, "დიდი სლემი" მოვიპოვოთ. ცხადია, უწინარესად, იტალიის ნაკრებთან გამარჯვებაზე ვიზრუნებთ, თუმცა ცალი თვალით წინ, "ლე ბლოსთან" მატჩისკენ იქნება ჩვენი მზერა მიმართული" - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.
უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 1. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინსი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი, 7. ჯასტინ ტიპურიჩი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. კინ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ლუკ ჩარტერისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"