"ლე ბლო" სტიუარტ ლანკასტერის ბედს გადაწყვეტს

AutoSharing Option
შურისძიების სურნელი მუდამ ახლავს თან ექვსი ერის გათამაშებაში უძველესი მოწინააღმდეგეების, საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩებს. ცხადია, ასე იქნება ახლაც, თუმცა ამ კონკრენტულ მატჩს გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

ინგლისელები ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხის გამო რევანშის აღებას აპირებენ. ამასთან ერთად, ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული "პომების" დროებითი მთავარი მწვრთნელის სტიუარტ ლანკასტერის სანაკრებო კარიერა.

არადა, თამაში პარიზში, "სტად დე ფრანსზეა", სადაც ერთი კვირის წინათ ფრანგებმა ირლანდიის ნაკრებს ვერ მოუგეს და ახლა უფრო მობილიზებულნი და მოტივირებულნი არიან. მათ არ
დავიწყნიათ, რომ შარშან ოკლენდში ინგლისლეებს საწყის 30 წუთში 16:0-ს უგებდნენ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლეულს "ლე ბლომ" იტალიის, შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან მატჩებში პირველ ტაიმში გადამწყვეტ უპირატესობას ვერაფრით მიაღწია.

ფრანგთა თავკაცმა ფილიპ-სენტ ანდრემ ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება განახორციელა. ცხრა ნომერი მორგან პარა სათადარიგოთა სკამზე დასვა და მის ნაცვლად "სტად ფრანსეში" შესანიშნავად მოასპარეზე ჟულიენ დიუპიუის ათამაშებს. მას ასიტენტობას ტულუზელი მგეზავი ლიონელ ბუქსი გაუწევს. მონპელიელი ფრანსუა ტრინ-დუკი კი თადარიგშია.

"პომები" მათ ლი დიქსონისა და ოუენ ფარელის დუეტს დაუპირისპირებენ. ბენ იანგზი და ჩარლი ჰიჯსონი კი თამაშს თვალს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებენ.

საფრანგეთი: 15. კლემან პუატრენო, 14. ვენსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ლიონელ ბუქსი, 9. ჟულიენ დიუპიუი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. დიმიტრი სჟარჟევსკი, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არონორდოკი.
16. ვილიამ სერვა, 17. ვენსან დებატი, 18. ლიონელ ნალე, 19. ლუი პიკამოლი. 20. მორგან პარა, 21. ფრანსუა ტრინ-დუკი, 22. მაქსიმ მერმოსი.
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ბრედ ბარიტი, 11. დევიდ სტრიტლი, 10. ოუენ ფარელი, 9. ლი დიქსონი. 1. ალექს კორბიშიერო, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. მარიუს ბოთა, 5. ჯეფ პერლინგი, 6. ტომ კროფტი, 7. კრის რობშო, 8. ბენ მორგანი.
16. რობ ვებერი, 17. მეთ სტივენსი, 18. ტომ პალმერი, 19. ფილ დოუსონი, 20. ბენ იანგზი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. მაიკ ბრაუნი.

* * *
იტალიის ნაკრები დღეს კარდიფში უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "სკუადრა აძურას" ფრანგმა თავკაცმა ჟაკ ბრუნელმა შემადგენლობაში შვიდი ცვლილება შეიტანა. მან შუამარბად დააბრუნა გამოცდილი გონსალო კანალე. ტრავმის მოშუშების შემდეგ ისევ მწყიბრშია მირკო ბერგამასკო.

ბრუნელმა მგეზავად ავსტრალიური წარმოშობის კრისტოფ ბარტონი გაამწესა, ცხრა ნომრად კი ფაბიო სემენცატო ითამაშებს. შერკინებაში სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელმა კორნელიუს ფან ზილმა მარკო ბორტოლამი შეცვალა, ფლანკერი სიმონე ფავარო კი რობერტო ბარბიერის ამჯობინეს.

იტალია: 15. ანდრეა მასი, 14. ლუკ მაკლინი, 13. გონსალო კანალე, 12. ალბერტო სგარბი, 11. მირკო ბერგამასკო, 10. კრისტოფ ბარტონი, 9. ფაბიო სემენცატო, 1. ანდრეა ლო ჩიჩერი, 2. ლეონარდო ჯირალდინი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ქვენტინ გელდენჰაუზი, 5. კორნელიუს ფან ზილი, 6. ალესანდრო ძანი, 7. სიმონე ფავარო, 8. სერჯო პარისე.
16. ტომაზო დაპიკე, 17. ფაბიო სტაბიანო, 18. მარკო ბორტოლამი, 19. რობერტ ბარბიერი, 20. ტობიას ბოტესი, 21. ტომაზო ბენვენუტი, 22. ჯულიო ტონიოლატი.

ექვსი ერი
10 მარტი
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.

11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი

სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 3, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გჭირთ, რატომ არ დებთ ხოლმე სანაკრებო რაგბის
შედეგებს არასოდეს? თუ დადებთ 3 თვის შემდეგ საფრანგეთი-ინგლისზე რატომ არაფერი წერია, ან სხვა თამაშებზე?
shako
10:56 13-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული