დაუმარცხებელი კი, ყველასთვის მოულოდნელად, კანბერას "ბრამბიზია", რომელიც ავსტრალიის კონფერენციას და მთლიანად გათამაშებას ჩაუდგა სათავეში.
ავსტრალია
ავსტრალიის კონფერენციაში ორივე მასპინძელმა წააგო. სიდნეიში "ვორათაზი" ვერას გახდა ბოლო ჟამს საგრძნობლად მოღონიერებულ ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" - 26:27.
სტუმრები მატჩის დასაწყისიდანვე დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმი მაინც მასპინძლების სასარგებლოდ დასრულდა - 20:17. ბლუმფონტეინელებმა მეორე ნახევარში დაცვაში უკეთ ითამაშეს და მინიმალური სხვაობით მოიგეს.
სამხრეთაფრიკელთა შორის კვლავ გამორჩეული იყო 21 წლის გარემარბი რაიმონდ რულე, რომელმაც სიდნეელებს ორი
მოულოდნელად დამარცხდა საკუთარ მოედანზე პერთის "ფორსთან" ბრისბენის "რედსი" - 12:19.
"წითლებისთვის" მიმდინარე გათამაშებაში ეს პირველი წაგება იყო. საგულისხმოა, რომ მასპინძლებმა 12 ქულის მოგროვება 37-ე წუთისთვის შეძლეს.
იმ დროისთვის "რედსი" 12:13-ს აგებდა და თამაშის ბოლომდე მონაგარს ვეღარაფერი შემატა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ პერთელებისთვის ტურნირში ეს პირველი გამარჯვება იყო.
V ტური
ვორათაზი-ჩიტაზი 26:27, რედსი-ფორსი 12:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 23 ქულა, 2. რედსი - 13, 3. ფორსი - 9, 4. ვორათაზი - 9, 5. მელბურნ რებლზი - 5.
VI ტური
რედსი-ბლუ ბულზი, ფორსი-ჩიტაზი, ვორათაზი-ბლუზი
ახალი ზელანდია
ზედიზედ მეორედ დამარცხდა შინ დანიდინის "ჰაილენდერზი". ამჯერად "მთიელებმა" ველინგტონის "ჰარიკენზთან" წააგეს - 19:23.
დედაქალაქელები მატჩის დასაწყისში კი დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც მინიმალური სხვაობით დათმეს - 12:13. "ჰარიკენზმა" გარდატეხა თამაშში შეხვედრის დასკვნით 15 წუთში შეიტანა და გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
პირველი მატჩი მოიგო ზე რაგბის გათამაშების ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა". "ჯვაროსნებმა" პირველი მარცხი აგემეს ოქლენდის "ბლუზს" - 41:19. რომ არა ეს წაგება, ჯონ ქირვანის სამწყსოს წლეულს იდეალური სტარტი ექნებოდა.
ქრაისთჩერჩელებმა, რომლებიც ლიდერის, რიჩი მაქოას გარეშე ასპარეზობენ, მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. მგეზავმა დენ კარტერმა აქედან ოთხი გარდასახა და ერთიც საჯარიმო მიაყოლა (11 ქულა).
V ტური
ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 19:23, კრუსეიდერზი-ბლუზი 41:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 17 ქულა, 2. ბლუზი - 11, 3. კრუსეიდერზი - 11, 4. ჰარიკენზი - 9, 5. ჰაილენდერზი - 5.
VI ტური
ჩიფსი-ჰაილენდერზი, კრუსეიდერზი-საუთერნ კინგზი
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ორივე მასპინძელმა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კონფერენციების ლიდერებთან წააგო.
დებიუტანტი "საუთერნ კინგზი" ვერას გახდა შარშანდელ გამარჯვებულთან, ჰემილთონის "ჩიფსთან" - 24:35.
მატჩის გმირი გარემარბი ლელია მასაგა გახდა, რომელმაც მასპინძლებს სამი ლელო გაუტანა (15 ქულა). ამდენივე ქულა მოუტანა გუნდს ფულბეკმა გარეთ ანსკომბმა (სამი საჯარიმო და სამი გარდასახვა).
კვლავ განაგრძობს სპეციალისტებისა და ქომაგების გაოცებას კანბერას "ბრამბიზი", რომელიც ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგებების გრაფაში ნული უწერია. ბრამბიზელებმა სტუმრად დურბანის "ნატალ შარქსს" მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი აგემეს - 29:10.
ავსტრალიურმა გუნდმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. "ბრამბიზი" მე-11 წუთისთვის უკვე 12:0-ს იგებდა და შესვენებაზე 23-ქულიანი უპირატესობით წავიდა - 26:3.
"ზვიგენებმა" მეორე ტაიმში მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
V ტური
საუთერნ კინგზი-ჩიფსი 24:35, ნატალ შარქსი-ბრამბიზი 10:29
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 13 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 12, 3. ჩიტაზი - 9, 4. საუთერნ კინზგი - 8, 5. სტორმერზი - 5.
VI ტური
ნატალ შარქსი-მელბურნ რებლზი, სტორმერზი-ბრამბიზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"