ჯონსონმა საექვსერო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა იმ მორაგბეთა სია გააცხადა, ვინც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში იასპარეზებს. ინგლისელები პირველ შეხვედრას 4 თებერვალს სტუმრად გამართავენ "მილენიუმზე" უელსის ნაკრებთან. იქამდე კი, საწვრთნელ შეკრებას პორტუგალიაში გაივლიან, რადგან იმ დროისთვის, ამ სამხრეთევროპულ ქვეყანაში შესანიშნავი კლიმატური პირობებია.

ჯონსონს რამდენიმე პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი. დაშავდა და დაახლოებით სამ თვეს ვერ ითამაშებს კორტნი ლოუ. "პომების" თავკაცმა ეროვნულ გუნდში მის ნაცვლად "ლესტერის" მეორეხაზელი ლუის დიკონი იხმო. ნაკრების 33-კაციან შემადგენლობაში მოხვდნენ, "სარასენზის" მგეზავი ჩარლი ჰოჯსონი და "ვოსფსის" ცხრა ნომერი ჯო სიმფსონი.

ჯონსონმა, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლოურენს დალალიოს მოთხოვნა არ შეისმინა და შეკრებაზე "ტულონის" მგეზავი ჯონი ვილკინსონიც გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ დალალიო "ვილკოს" ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდა, მაგრამ ჯონი იმდენად კარგ ფორმაშია, ძნელია მის სამსახურზე უარი თქვა.

ინგლისის ნაკრები:
შერკინება: ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ტომ კროფტი, ლუის დიკონი, პაულ დორენ-ჯოუნზი, ნიკ ისთერი, ანრი ფური, დილან ჰართლი, ჯეიმზ ჰესკელი, ლუის მუდი, ტომ პელემერი, ტიმ პაინი, საიმონ შოუ, ენდრიუ შერიდანი, სტივ თომფსონი, დევიდ ვილსონი, ჯო ვორსლი.
უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენი კერი, მარკ კეიტო, ტობი ფლუდი, რიკი ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, ჯო სიმპსონი, დევიდ სტრიტლი, მაიკ თინდოლი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული