"ლე ბლესთვის" მსოფლიოს თასი ხვალიდან იწყება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელამ მარკ ლივერმონმა იმ მორაგბეთა სია გააცხადა, ვინც ექვსი ერის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ "ლე ბლეს" თავკაცს საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს. თითქმის ყველა პოზიციაზე, მინიმუმ ორი მოთამაშე მოდის.

ლივერმონმა განაცხადა, რომ ეს შემადგენლობა მიახლოებული იქნება იმ გუნდთან, რომელიც ახალ ზელანდიაში გაემგზავრება. გარკვეულ კორექტივებს შემადგენლობაში მწვრთნელთა შტაბი ექვსი ერის მატჩების შემდეგ შეიტანს.

"ლე ბლეს" ქომაგებს განსაკუთრებით მწარედ ახსოვთ შარშანდელი წარუმატებლობა ნოემბრის ტესტებისას, განსაკუთრებით კი, კრახი ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში. ფრანგთა გუნდმა "ვოლაბებთან" 16:59 წააგო.

ყველაზე დიდი პრობლემა ლივერმონს
პირველ ხაზში აქვს. არადა ერთი შეხედვით ლამის მსოფლიოში საუკეთესო პირველი ხაზი ჰყავს. სერვას, დომინგო, მასი, ჟარზევსკი საუკეთესო მორკინალები არიან.

ლივერმონის მიერ დასახელებულ ნაკრების გაფართოებულ სიაშია ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, რომელიც წლეულს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - კლერმონელი მორგან პარასი, თუმცა არც ჟულიენ დიუპიუია ჩამოსაწერი, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ ფორმაში ვერაფრით შევიდა.

პრობლემატურია მგეზავის პოზიციაც. უმაღლესი რანგის ათი ნომერი ერთია, მონპელიელი ფრანსუა ტრინ-დუკი. მისი შემცვლელი ტულუზელი დავიდ სკრელაა, თუმცა მგეზავად თამაში დამიენ ტარისაც შეუძლია.

საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის პირველ მატჩში 4 თებერვალს შინ შოტლანდიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.


საფრანგეთის ნაკრები
შერკინება: ნიკოლა მასი, ტომა დომინგო, ჟან ბატისტ პუ, იანიკ ფორესტერი, ლუკ დუკალკონი, ვილიამ სერვა, დიმიტრი ჟარზევსკი, ლიონელ ნალე, ჟულიენ პიერი, ჟერომ ტიონი, პასკალ პაპეს, ტიერი დუსოტუარი, ჯულიენ ბონერი, ფულენსე ოუდრაოგო, სებასტიან შაბალი, იმანოლ არინორდოკი, ლუი პიკამოლი, იოან მაესტრი.
უკანა ხაზი: მორგან პარა, დიმიტრი იაშვილი, ფრანსუა ტრინ-დუკი, დამიენ ტრაი, იანიკ ჟოზიონი, მაქსიმ მერმოსი, მატიო ბასტარო, ორელიან რუჟერი, დავიდ სკრელა, ფლორინ ფრიცი, ვენსან კლერი, ჟულიენ მალზიო, ალექსის პალისონი, ფრანსუა მედარი, კლემან პუატრენო, ჟერომ პორიკალი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული