U2O: ახალი ზელანდია მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
დღეს, 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბიში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ფინალში ახალმა ზელანდიელებმა ინგლისებელი დიდი ანგარიშით დაამარცხეს, მეტოქეს ათი ლელო დაუდეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ - 64:17.

დღეს სხვა შეხვედრებიც გაიმართა. სამხრეთ აფრიკამ საფრანგეთს 37:15 მოუგო და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, შოტლანდიამ 24:17 იმარჯვა ავსტრალიასთან და მეხუთე ადგილი დაიკავა. მეშვიდე ადგილზე უელსი გავიდა, რომელმაც იტალია 25:24 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ირლანდისთან დამარცხდა და მეათე ადგილზე გავიდა, სამოამ კი ბოლო მატჩიც
წააგო არგენტინასთან 42:53 და ელიტიდან გავარდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული