"პუმების" შემადგენლობაში ვერ მოხვდა ამ გუნდის ორი გამორჩეული მორაგბე ხუან მარტინ ერნანდესი და ლუკას ბორხესი.
გუშინ ფელანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავის გადაწყვეტილებების მოტივაცია სპორტული მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
"მორაგბეთა არჩევის ეს პროცესი ურთულესი იყო. თუმცა კარგად მესმოდა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა და ყველაფერი უნდა მეღონა, რათა სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. როგორც კი 30-კაციანი სია გამოვქვეყნე, საახალზელანდიო გუნდში ვერ მოხვედრილ ცხრავე მოთამაშეს შევხვდი,
ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ჩვენი საუკეთესო ნაკრებია. მზადების პერიოდში მორაგბეები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და კარგად აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი მიზანია, 10 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. ყველაფერს, ყოველდღე სწორედ ამ მატჩზე ფიქრით ვაკეთებთ.
რაც შეეხება ხუან მარტინ ერნანდესს, მას ორი წელიწადია სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკრებში არ უთამაშია. ამიტომ სათამაშო სქემებს მის გარეშე ვაგვარებდით. ცხადია, მისი არყოფნა გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ერნანდესი ყველაფერს აკეთებდა რათა გამოჯანმრთელება მოესწრო, მაგრამ, სამწუხაროდ,ეს ვერ მოხერხდა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ მორაგბეთა გამოცდილებას, რადგან გუნდის თამაშისას ყველა წინააღმდეგობა, ხშირად, მთლიანად მათ მხრებზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთთა შორის ლუკას ბორხესიცაა, მიგვაჩნია, რომ სამ ეტაპზე სხვა მოთამაშეები უკეთეს ფორმაში არიან და ნაკრებს მეტად გამოადგებიან. მესმის, რომ ყველას გული წყდება, როცა გუნდის მიღმა გამოცდილი, დამსხურებული მოთამაშე რჩება. ყველა ფიქრობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ნაკრებს სარგებლობა მოუტანოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მორაგბის კარიერაში დგება მომენტი, როცა მასზე უკეთესად სხვა თამაშობს და გზა უნდა დუთმოს.
ხუან იმჰოფი დებიუტანტია. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი "პამპასებისა" და "იაგუარების" შემადგენლობაში. ის ახალგაზრდა, ძალიან კარგი მოთამაშეა და შანსი აქვს მსოფლიოს თასზე სახელი გაითქვას"
არგენტინის ნაკრები 20 აგვისტოს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ახალ ზელანდიაში კი "ბორჯღალოსნებს" ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში 2 ოქტომბერს ეთამაშებიან.
არგენტინა
შერკინება: პატრისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო (ორივე-ტულუზი), მარკოს აიერსა (ლესტერი), მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო (სამივე-მონპელიე), ალეხანდრო კამპოსი, მარტინ სკელსო (ორივე-აჟენი), მანუელ კარისა (ბიარიცი), ხულიო კაბელო (ტუკმანი), ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ტულონი), მარიანო გალარსა (პამპასი), ალვარო გალიანო (მეტრო რასინგი), მარიო ლედესმა (უგუნდო), ხუან მანუელ ლეგუსამონი (ლიონი), როდრიგო რონსერო (სტად ფრანსე), ლეონარდო სენატორე (ხიმნაზია)
უკანა ხაზი: ორასიო აგულა (ლესტერი), მარსელო ბოსხი (ბიარიცი), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), ფელიპე კონტეპომი, გონსალო ტიესი, მარტინ როდრიგესი (სამივე-სტად ფრანსე), სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას გონსალეს ამოროსინო (ორივე-მონპელიე), ავგუსტი ხოსიო (ნიუმენი), ხუან იმჰოფი (როსარიო), ალფრედო ლალანე (ლონდონ აირიში), ფედერიკო სანჩესი (ბორდო), ტომას ვალეხოსი (ჰარლიქვინზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"