მსოფლიოს თასზე წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა გამოცდილი მესამეხაზელი (N:8) ჯონი ბიტი, რომლის ნაკრებში ყოფნის აუცილებლობაზე შოტლანდიურ მედიაში ბევრი იწერებოდა, თუმცა რობინსონმა თავისებურად გადაწყვიტა. "სკოტებს" ახალ ზელანდიაში მორკინალი ალისტერ კელოკი უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 34 კეპი მოუხვეჭია. ის "ნარშავებს" იმ ისტორიულ მატჩში "ყოჩობდა", როცა ორი წლის წინათ "მერიფილდზე" ავსტრალიის ნაკრებს მოუგეს.
შოტლანდიელთა რიგებში ყველაზე ახალგაზრდაა ქერათმიანი მეორეხაზელი რიჩი გრეი, რომელსაც 22
ამასთან ერთად, "ნარშავებში" საკმაოდ არიან გამოცდილი ასაკოვანი მოთამაშეებიც. მათში ყველაზე სახელოვანია მგეზავი კრის პატერსონი, რომელისთვისაც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება მეოთხე იქნება. მას ეროვნულ ნაკრებში 105 კეპი აქვს მოხვეჭილი.
საინტერესოა, რომ ნაკრებში 13 კლუბის მოთამაშე მოხვდა. 30 მორაგბედან ნახევარი შოტლანდიაში თამაშობს, ნახევარიც ლეგიონერები არიან.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც გუნდის თოთოეულმა მოთამაშემ მოსამზადებელ პერიოდში გამოავლინა. სამწუხაროდ, რვა მორაგბეს დავემშვიდობეთ, მაგრამ ვინც შევარჩიეთ, დარწმუნებულნი ვართ, მზად არიან თავიანთი ქვეყნის ღირსების დასაცავად ყველაფერი იღონონ" - თქვა ენდი რობინსონმა.
შოტლანდიელები საქართველოს ნაკრებს 14 სექტემბერს ინვერქარგილში დაუპირისპირდებიან.
შოტლანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ ბარკლი, კელი ბრაუნი, გოფ კროსი, ალისტერ დიკინსონი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, ნათან ჰაინსი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალისტერ სტროკოში, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, კრის კასიტერი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, გრემ მორისონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, რორი ლაუსონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"