"პუმების" ბოლო რეპეტიცია "სამყურებთან"

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი დღეს, დუბლინში ბოლო ტესტ მატჩს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.

"პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა, ერთი კვირის წინათ უელსელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა. სამყურებს პირველივე წუთებიდან შეებრძოლებიან კრის ეშტონი, მანუ ტუილაგი, ჯონი ვილკინსონი, ენდრიუ შერიდანი, ტომ კროფტი და ჯეიმზ ჰესკელი.

კვლავ ძირითადში ითამაშებს ვეტერანი შუამარბი მაიკ თინდოლი. მეტიც, ის ამ შეხვედრაში "პომების" კაპიტანი იქნება. ჯონსონმა თადარიგში დააყენა ცხრა ნომერი ჯო სიმპსონი, რომელიც თუ შეცვლაზე შევა ეროვნულ გუნდში
პირველ კეპს მოიხვეჭს.

"დუბლინში საკმაოდ დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვართ. ეს ძალიან კარგი შანსია მოსამზადებელი პერიოდი სერიოზული გამოცდით დავასრულოთ.
ძალიან გვიხარია, რომ პირველხაზელი ენდრიუ შერიდანი დაგვიბრუნდა. მან შეძლო ყველა სირთულის წინააღმდეგობის დაძლევა და ისევ ჩვენთანაა. გუნდს მაიკ თინდოლი უკაპიტნებს. მან ეს ალალად დაიმსახურა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამციდლი მორაგბეა და საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაშს გვიჩვენებს" - თქვა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტულიგაი, 12. მაიკ თინდოლი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. რიჩარდ ვაიგლსვორსი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. სტივ თომპსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. კორტნი ლოუ, 6. ტომ კროფტი, 7. ჯეიმზ ჰესკელი, 8. ნიკ ისთერი.
16. დილან ჰარტლი, 17. მეთ სტივენსი, 18. საიმონ შოუ, 19. ტომ ვუდი, 20. ჯო სიმპსონი, 21. ტობი ფლუდი, 22. დელონ არმითიჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული