"ოლ ბლექსი" რიდისა და თომსონის გარეშე

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ათი დღე დარჩა. გახსნით მატჩში, 9 სექტემბერს ახალი ზელანდიის ნაკრები ტონგას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, რომ მასპინძლებს ორი წამყვანი მოთამაშე, კირან რიდი და ადამ თომსონი დააკლდებათ. ორივე მათგანი, გასულ უქმეებზე, სამი ერის გათამაშების ბოლო მატჩში ავსტრალიის ნაკრებთან თამაშში დაშავდა.

"კირან რიდს საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს. მან ტერფი დაიზიანა და მალე გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს. იმედი გვაქვს, რომ რიდი ჯგუფური ტურნირის ბოლოსკენ ჩადგება მწყობრში და პლეი ოფის მატჩებში ითამაშებს.

რაც შეეხება თომსონს, მისი საქმე ოდნავ უკეთაა. ადამს
სხეულზე რამდენიმე ადგილას სისხლჩაქცევა აქვს და მხარიც სტკივა. ზუსტად ძნელია იმის თქმა, თუ როდის შეძლებს თამაშს, თუმცა, ვფიქრობთ, ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში იაპონიასთან იასპარეზებს" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ექიმმა დებ რობინსონმა.

ახალი ზელანდია

შერკინება: კორი ფლინი, ენდრიუ ჰორი, კევინ მეალამუ, ჯონ აფოა, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი. ტონი ვუდკოქი, ენტონი ბორიჩი, ბრედ თორნი, სამუელ ვაითლოქი, ალი ვილიამსი, ჟერომ კაინო, რიჩი მაკქოუ, კირან რიდი, ადამ თომსონი, ვიქტორ ვიტო.
უკანა ხაზი: ჯიმი ქოუანი, ენდი ელისი, პირი ვიპუ, დენ კარტერი, კოლინ სლედი, რიჩარდ კაჰუი, მაა ნონუ, კონრად სმითი, სონი ბილ ვილიამსი, იზრაელ დაგი, ზაკ გილფორდი, კორი ჯეინი, მალილი მულიაინა, ისაია ტოეავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ამ ემოციური ამბის მოყოლისთვის, ცრემლების შეკავება შეუძლებელი იყო.
გიპნოზა
10:04 28-09-2023
0
ის მათთვის თამაშობდა მაგიტომ შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი!
მადლობა სტატიის ავტორს
13:27 05-05-2023
1

სიახლეები პოპულარული