"ოლ ბელქსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ პირველივე მატჩში საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა. ახალზელანდიელებს, ცხადია, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ტონგას ნაკრებს დაამარცხებენ და ბოლომდე ტრიუმფით ივლიან. თუმცა, ისიც კარგად ესმით, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებაში სუსტი გუნდები არ არიან და ყველა ბოლომდე, თავდადებით იბრძვის.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ერთმანეთს შაბათს, 10 სექტემბერს ეთამაშებიან. ინვერქარგილში შოტლანდიის ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. სკოტების
მან რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ნიკ დე ლუკასა და გრემ მორისონს, ჯონ ანსბრო და შონ ლამონტი ამჯობინა. შერკინების ბურჯი როს ფორდი კი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
თითქმის ოპტიმალური შემადგენლობითაა წარმოდგენილი რუმინეთის ეროვნული ნაკრები. კატალინ ფერკუს გარდა, რომელიც ახალ ზელანდიაში ფრენისადმი შიშის გამო არ წავიდა, ყველა წესრიგშია და ტრავმები არ აწუხებთ.
ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება. მაგალითად, არიან თუ არა ყველასათვის ძველებურად ანგარიშგასაწევი ძალა, 2007 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტი "პომები" და მესამე ადგილის მფლობელი "პუმები".
როგორც უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებს ორივესთან ელის თამაში და საკმაოდ ძნელი ბრძოლის გადატანა მოუწევს.
იქამდე კი "ბორჯღალოსნები" 14 სექტემბერს პირველ შეხვედრას გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან. ამიტომ, დღეს "სკოტებისა" და "სტეჟარის" დაპირისპირებას საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ყურადღებით მიადევნებენ თვალს.
ახალი ზელანდია-ტონგა
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი, 14. რიჩარდ კაჰუი, 13. მაა ნონუ, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ისაია ტოეავა, 10. დანიელ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ალი ვილიამსი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. ვიქტორ ვიტო.
16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ენტონი ბორიჩი, 19. სემ ვაითლოქი, 20. პირი ვიპუ, 21. კოლინ სლედი, 22. კორი ჯეინი.
ტონგა: 15. ვუნგა ლილო, 14. ვილიამ ლონგი, 13. სუკა ჰუფანაგა, 12. ენდრიუ მაილეი, 11. სოალე პიუტაუ, 10. კურტ მორატი, 9. ტანიელა მაოა. 1. სოანე ტონგაუიჰა, 2. ალეკი ლუტუი, 3. ფილისე ტაუფააო, 4. პაინო ჰეჰეა, 5, ჯო ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ფინაუ მაკა, 8. ვილიამ მააფუ.
16. ეპჰრაიმ ტაუკავა, 17. ალისონა ტაუმალოლო, 18. კის პულუ, 19. სიონე ტიმანი, 20. სიმაუ ვაჰაფოლაუ, 21, სამისონი ფისალაუ, 22. ალიპატე ფატეფეჰი.
შოტლანდია-რუმინეთი
შოტლანდია: 15. კრის პატერსონი, 14. მაქს ევანსი, 13. ჯო ანსბრო, 12. შონ ლამონტი, 11. საიმონ დანიელი, 10. რიჩარდ ჯექსონი, მაიკ ბლერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. გოფ გროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ალისტერ კელოკი, 6. კელი ბრაუნი, 7. ჯონ ბარკლი, რიჩი ვერნონი.
16. სკოტ ლაუსონი, 17. Aლასდაირ დიკინსონი, 18. ნათან ჰინესი, 19. როს რენი, 20. კრის კაზიტერი, 21. დენ პარქსი, 22. რორი ლამონტი.
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. შტეფან ჩუნტუ, 13. ჩაბა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მადალინ ლემნარუ, 10. დანუც დუმბრავა, 9. ლუჩიან სირბუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინე ურსაკე, 5. კრისტან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორაე, 18. ვალენტინე პოპირლანი, 19. სტელიან ბურეა, 20. ფლორინ სურუჯუ, 21, ოინელ კაზანი, 22. Aდრიან ვლაიკუ.
ინგლისი-არგენტინა
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. მაიკ თინდოლი, 11. დელონ არმითიჯი, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. რიჩარდ ვაიგლსვორსი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. სტივ ტომსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. კორტნი ლავი, 6. ტომ კროფტი, 7. ჯეიმზ ჰესკელი, 8. ნიკ ისთერი.
16. დილან ჰართლი, 17. მეთ სტივენსი, 18. ტომ პელმერი, 19. ტომ ვუდი, 20. ბენ იანგზი, 21. ტობი ფლუიდ, 22. მეთ ბანაჰანი.
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. გონსალო ტიესი, 12. შანტიაგო ფერნანდესი, 11. ორასიო აგულა, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. Mარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგუზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიანო გალარსა, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. მარსელო ბოსხი, 22. ხუან იმჰოფი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"