პატივი მაქვს, მსოფლიოს თასი გახსნილად გამოვაცხადო

AutoSharing Option
ახალი ზელანდია-ტონგა 41:10
ახალი ზელანდია: (15-9) დაგი, კაჰუი, ნონუ, ბილ ვილიამსი, ტოეავა (ტოევა76), კარტერი (სლედი 60), ქოუანი (ვიპუ 63). (1-8) ვუდკოქი, ჰორი (ფლინი 54), ფრენქსი, თორნი (ბორიჩი 45), ვილიამსი, კაინო, მაკქოუ, ვიტო (ვაითლოქი 59).
6ლ: დაგი (2), კაჰუი (2), კაინო, ნონუ. 4გ: კარტერი (3), სლედი. ს: კარტერი.
ტონგა: (15-9) ლილო, ლონგი, ჰუფანაგა, მაილეი, პიუტაუ, მორატი, მაოა. (1-8) ტონგაუიჰა (ტაუკაფა57), ლუტუი (ტაუმალოლო 41), ტაუფააო (პულუ 59), ჰეჰეა, ტუინეაუ, კალამაფონი, მაკა (ტიმანი 68), მააფუ.
ლ: ტაუმალოლო. ს,გ: მორასი.
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)

ოქლენდში, "ედენ პარკზე" 60 ათასი ქომაგის წინაშე IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება გახსნილად გამოაცხადა. მანამდე კი, ლაპასემ მსოფლიოს სარაგბო თემს, გულშემატკივრებსა და ტურნირის ორგანიზატორებს მაორების ენაზე მიმართა.

"ახალი ზელანდია 24 წელიწადი ოცნებობდა, მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ქვეყნების გუნდების შეჯიბრებისთვის ემასპინძლა. დღეს ეს ოცნება ასრულებულია.
ეს შესანიშნავი ქვეყანა და მისი კეთილი, სტუმართმოყვარე მცხოვრებლები დარწმუნებული ვარ წინა ტურნირებისაგან გამორჩეულ, კარგად ორგანიზებულ შეჯიბრებას გამართავენ. ისე რომ, ყველა ახალზელანდიელი ამით ამაყი იქნება.

ჩემთვის დიდი პატივია 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება გახსნილად გამოვაცხადო", - თქვა ბერნარ ლაპასემ.

სანამ ლაპასე ამ სიტყვებს წარმოთქვამდა ორგანიზატირებმა გახსნის ცერემონიალის შესანიშნავი შოუ მოაწყვეს, რომელიც არანაკლები, უკვე სარაგბო შოუთი გაგრძელდა.

მსოფლიოს თასის პირველ მატჩში, მასპინძლები, რომლებიც ტურნირის უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან, ტონგას ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 41:10 მოიგეს.
ცხადია, "ოლ ბლექსის" გამარჯვებაში იმთავითვე ეჭვი არავის ეპარებოდა. ახალზელანდიელთაგან უკანახაზელებმა გაილაღეს. განსაკუთრებით გამორჩეულნი შუამარბები მაა ნონუ და სონი ბილ ვილიამსი იყვნენ. მათ მხარი გარემარბებმა, რიჩარდ კაჰუიმ და ისაია ტოეავამ აუბეს, შესანიშნავად გაისარჯა ფულბეკი ისრაელ დაგი. მან და კაჰუიმ ორ-ორი ლელო მიითვალეს, მაა ნონუსა და მესამეხაზელი ჯერომ კაინოს ანგარიშზე თითო-თითო ლელოა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალზელანდიელებმა მეტოქე იოლად დაამარცხეს, მათმა თამაშმა გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. "ოლ ბლექსს" ბევრად უფრო ორგანიზებულ, კარგი დაცვის გუნდთან ძალიან გაუჭირდება.

ასეთი კი მასპინძლებს ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები ჰყავთ. "კივები" თავიანთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, "ლე ბლეს" 24 სექტემბერს დაუპირისპიდება და სწორედ ამ მატჩში გამოჩნდება, შესაწევს თუა არა "ოლ ბელქსს" ძალა მსოფლიოს თასის მოსაპოვებლად.

დღეს კი ბრძოლაში საქართველოს ნაკრების ჯგუფელები ჩაებმებიან. ცხადია, ჩვენთვის ორივე თამაში საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებულ ინტერესს შოტლანდიისა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს. 14 სექტემბერს "ბორჯღალოსნების" მეტოქე სწორედ "სკოტები" იქნებიან.

"ცხადია, ჩვენი მთავარი მიზანი ამ მატჩის მოგებაა. ფავორიტად შოტლანდიის ნაკრები მიიჩნევა, მაგრამ არაფრით შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა.

რუმინეთის ნაკრები კარგადაა დაბალანსებული. გუნდში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც საფარნგეთის სარაგბო ჩემპიონატში გამოდიან, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, ძლიერი მორაგბეცაა.

მეტოქე ფიზიკურად ძლიერია და შანსს არ გაუშვებენ ხელიდან ეს ფაქტორი გამოიყენონ. ჩემი მოთამაშეები მოუთმენლად ელიან ამ შეხვედრას. მათ დიდხანს, ნაყოფიერად იშრომეს და ახალა, უნდათ თავისი ცოდნა, უნარი საქმეში წარმოაჩინონ.

ამ მატჩში გამარჯვება გუნდს შეკრავს, მეტ თავდაჯერებულობას შესძენს. ცხადია, მარტო ამით არ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია, კონკურენცია გავუწიოთ ელიტურ გუნდებს, ჩვენ ამისთვის ვშრომობდით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

თავის მხრივ იხტიბარს არ იტეხენ რუმინელები, რომლებსაც მსოფლიოს თასის ამ გათამაშებაში სამი წამყვანი მოთამაშე სორინ სოკოლი, ალექსანდრე მანტა და კატალინ ფერკუ დააკლდათ.

"ჩვენ საკმაოდ მძლავრი შერკინება გვყავს და, როგორც ბოლო მსოფლიოს თასის გამოცდილებიდან ვიცით, ყველა გუნდი პირველ მატჩს სათანადოდ ვერ თამაშობს. თუ გაგვიმართლა და მეტოქეს თავისი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას არ მივცემთ, მაშინ ელოდეთ სიურპრიზს", - თქვა "სტეჟარის" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონენმა.

Sportall.Ge
Sportall.Ge

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

Sotlandia-rumineTi 05:00

fiji-namibia 07:30

safrangeTi-iaponia 10:00

inglisi-argentina 12:30

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული