ირაკლი აბუსერიძე: ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ბევრი შეცდომა დავუშვით

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების 15:6 დამარცხების შემდეგ შოტლანდიელთა ბანაკში კმაყოფილება სუფევს.

რთული და დაძაბული მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდების კაპიტნებმა კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ძალიან იმედგაცრუებული ვარ. უამრავი შეცდომა დავუშვით, მეტოქემ კი უკეთესად ითამაშა. ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთსაც ხშირად ვკარგავდით".

რორი ლოუსონი (შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი): "ინვერქარგილში ორი მატჩის მოსაგებად ჩამოვედით. რთული სათამაშო პირობები იყო, საქართველოს ნაკრები კი ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ და საბოლოოდ ამ შეხვედრაში რასაც ველოდით, ის მივიღეთ.

ყველა ის
ქულა ავიღეთ, რომელიც ასაღები იყო. ჩვენი წინა ხუთეული შეაუდარებელი იყო. მათ ყველაფერი ის აჩვენეს რაც შეუძლიათ".

მომზადებულია rugbyworldcup.com-ის მიხედვით

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული