ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე უელსმა ნამიბია 81:7 (22:0) გაანადგურა. უელსელთა დებიუტანტმა სკოტ უილიამსმა ჰეთთრიქი შეასრულა, სულ კი ნამიბიელებმა, ისევე როგორც სამხრეთაფრიკელებთან მატჩში, ამჯერადაც 12 ლელო მიიღეს.
არადა, უელსელებმა მეოთხე ლელო, რომელიც პრემიალურ ქულას იძლევა, მხოლოდ მეორე ნახევრის დასაწყისში გაიტანეს.
ამრიგად, ნამიბია რაგბის მსოფლიოს თასს 36 გაშვებული ლელოთი დაემშვიდობა, თავად კი მხოლოდ 5-ის გატანა მოახერხა.