IRB-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარკ იგანის მოსაზრებები. აი რას ამბობს ის:
"მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებამ გვაჩვენა, რომ სათამაშო დონეებს შორის სხვაობა, ელიტურ და ეგრეთ წოდებულ მეორე დვიზიონის გუნდებს შორის, ისეთების როგორიც საქართველო, რუმინეთი, კანადა, აშშ, იაპონია და სამოაა, საგრძნობლად შემცირდა.
რუმინელებმა, მხოლოდ დასკვნით 10 წუთში წააგეს შოტლანდიასთან. საქართველომ ასევე მნიშვნელვნად გაურთულა ცხოვრება იგივე შეტლანდიასა და ინგლისს.
ზემოთქმულის დასტურად სტატისტიკაც გამოდგება. წლეულს ელიტური და განვითარებადი ქვეყნების მატჩებში ანგარიშში სხვაობა საშუალოდ 21 ქულაა. მაშინ, როცა 2003 წლის მსოფლიოს თასზე ის 45 ქულას შეადგენდა, 2007 წელს კი 41-ს.
ვფიქრობ, რომ IRB-მ საინვისტიციო პროგრამა სწორად განახორციელა. ჩვენ სერიოზული ტექნიკური დახმარება გავუწიეთ საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნების რაგბის კავშირებს, რამაც სრულიად ადექვატური შედეგი მოგვცა.
მაგრამ, ამასთან ერთად ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. საჭიროა აღებულ გეზს არ გადავუხვიოთ და აღნიშნულ ქვეყნებს რაგბის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციაში შევუწყოთ ხელი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"