"პომების" მწვრთნელთა შტაბის წევრებმა იმის გამო დაისაჯნენ, რომ რუმინეთის ნაკრებთან მატჩში საჯარიმოს დარტყმისას ჯონი ვილკინსონს ბურთი გამოუცვალეს, რაც IRB-ს წესდების მიხედვით ისჯება.
"სამწუხაროა, რომ ასეთი ცუდი ინცინდენტი მოხდა. მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი. ჩვენ გარკვეული ზომები უკვე მივიღეთ და ახლა მთავარია, რომ წინ ვიაროთ." – თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"