"პომები" ორი მგეზავით ითამაშებენ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების თავკაცმა, მარტინ ჯონსონმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მეოთხედფინალში დაპირისპირების წინ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ინგლისელები "ლე ბლოს" დამარცხებას ორი მგეზავით შეეცდებიან.

ჯონსონმა ათი ნომრის პოზიცია უფრო გამოცდილ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მგეზავ ჯონი ვილკინსონს ანდო. შუამარბად (№12) კი, ტრავმირებული მაიკ თინდოლის ნაცვლად ამპლუით მგეზავი ტობი ფლუდი დააყენა. ამ უკანასკნელს შუამარბად არაერთხელ უთამაშია. პირველად ტობიმ, რომელსაც აქამდე 45 კეპი აქვს მოხვეჭილი, ეროვნულ გუნდში შუამარბად 2007 წელს ითამაშა. ამავე პოზიციაზე ირჯებოდა ის ინგლისელების მიერ მომდევნო წელს გამართულ ყველა მატჩში.

ერთი სიტყვით,
ფლუდისთვის ამ პოზიციაზე თამაში უცხო არ არის. ის და "ვილკო" სავარაუდოდ, შესანიშნავად გაუგებენ ერთმანეთს. სხვა საქმეა, როგორ შეეწყობა მეწყვილე (№13) მანუ ტუილაგის.

რვა ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა ნიკ ისთერი, რომელმაც ტრავმის გამო საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში ვერ მიიღო მონაწილეობა. მეორე ხაზში ტომ პალმერს შეუწყვილდება ლუის დიკონი. პირობითად ძირითადის მოთამაშე კორტნი ლუისი კი სათადარიგოთა სკამზე დაიჭერს ადგილს.

თადარიგშიც არ დააყენა მარტინ ჯონსონმა გარემარბი დელონ არმითიჯი, მან ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში "ჯონოს" იმედი ვერ გაუმართლა. მის ადგლს ისევ მარკ კუეტო დაიკავებს, რომელმაც რუმინეთის ნაკრებს სამი ლელო გაუტანა.

"ტობი ფლუდისა და ჯონი ვილკინსონის ასეთი განლაგებით თამაში ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო კომბინაციაა. ტობი საკმოად გამოცდილი მოთამაშეა, ნაკრებში 40 შეხევდრაზე მეტი გაუმართავს და დარწმუნებულნი ვართ არ დაიბნევა. წლეულს ის შესანიშნავად ასპარეზობს. იმედი გავქვს, რომ ტობი და მანუ ტუილაგიც კარგად გაუგებენ ერთმანეთს.

ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის ნაკრების ბანაკში ყველაფერი წესრიგში არ არის, რომ მწვრთნელები და მოთამაშეები ღიად აკრიტიკებენ ერთმანეთს. ეს ასეც რომ იყოს, გარწმუნებთ, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.

ფრანგი მორაგბეები პატრიოტები არიან. ისინი განსაკუთრებით სახიფათონი მაშინ ხდებიან, როცა კუთხეში არიან მიმწყვდეულნი და გასაქცევი აღარსად აქვთ. ფრანგები, მიუხდავად ყველაფრისა, რაც აქამდე ახალ ზელანდიაში გადახდათ, გამოვლენ და ბოლომდე თავდადებით ითამაშებენ.

გაიხსენეთ როგორ სძლიეს მათ ორჯერ 1999 და 2007 წლებში მსოფლიოს თასის გათამაშების ფავორიტ ახალი ზელანდიის ნაკრებს. მათ დასაკარგი არაფერი ჰოქნდათ, დამარცხებისთვის არავინ გაკიცხავდათ, მაგრამ ადგენენ და ფავორიტი "ოლ ბელქსი" ხელცარიელი დატოვეს.
ფრანგებთან აგდებული დამოკიდებულება არ გამოგვადეგება.

მთელი ყურადრების კონცენტრაცია, განსაკუთრებით საწყის 20 წუთში გვამრთებს. ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზული სათამაშო უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ და ეს აუცილებლად ქულებშიც უნდა აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანგების ძლევა ძალიან გაგვიჭირდება" - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისის ნაკრები: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ტობი ფლუდი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. ბენ იანგზი. 1. მეთ სტივენსი, 2. სტივ თომსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. ტომ პელმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი.
16. დილან ჰართლი, 17. ალექს კორბიშერო, 18. კორტნი ლუის, 19. საიმონ შოუ, 20. ჯეიმზ ჰესკელი, 21. რიჩარდ ვაიგლსვორსი, 22. მეთ ბანაჰანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული