"სამყურებმა" ყველა საუკეთესო დაასახელეს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი ყველაზე დალაგებული, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ჯგუფურ ტურნირში "სამყურებმა" შესანიშნავად ითამაშეს და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს.
ირლანდიის ნაკრების თავკაცმა დიკლან კიდნიმ შერკინების კვაჭად რორი ბესტი დააყენა, რომელსაც მხარი ჰქონდა დაშავებული და აქამდე მკურნალობდა.

ეროვნულ ნაკრებში მე-80 კეპს მოიხვეჭს მეორეხაზელი დონჩა ოკალაჰანი. ცხადია, მწყობრშია და კიდევ ერთხელ წარუძღვება გუნდს ლეგენდარული შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი. მგეზავის პოზიციაზე კიდნიმ საბოლოოდ გააკეთა არჩევანი გამოცდილი რონან ოგარას სასარგებლოდ. ახალგაზრდა ჯონათან სექსტონი კი თადარიგში იქნება.

"ნაკრების ძირითად შემადგენლობაში
ადგილის დასაკავებლად ბრძოლა ყოველ დღე გვიწევს. ეს მსოფლიოს თასის გათამაშებაა და ყველა განსაკუთრებულ რეჟიმში ვვარჯიშობთ და ვცხოვრობთ. თითოეულ ჩვენგანს ნათლად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რასაც მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრების კვართით თამაში გვაკისრებს" - თქვა სამყურების მგეზავმა რონან ოგარამ.

ირლანდიის ნაკრები: 15. რობერტ კირნი, 14. ტომი ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ქის ირლსი, 10. რონან ოგარა, 9. კონორ მურეი. 1. კინ ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პოლ ოკონელი, 6. სტივენ ფერისი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. ტომ ქარტი, 18. დონჩა რაიანი, 19. დენის ლიმი, 20. ეოინ რედანი, 21. ჯონათან სექსტონი, 22. ენდრიუ ტრიმბლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული