ორგზის გამარჯვებულები, მესამესთვის იბრძვიან

AutoSharing Option
ხვალ ველინგტონში მსოფლიოს თასის ამჟამინდელი მფლობელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები, ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმის მეოთხედფინალში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბოკემ", რომელიც ბოლო წლებია აშკარად კრიზისს განიცდის, D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა იმის თქმა, რომ სამხრეთაფრიკელებმა გზა პლეი ოფამდე ტაშ-ფანდურით გაიარეს, არაფრით შეიძლება. პიტერ დე ფილიერსის დამოძღვრილმა გუნდმა დიდი გაჭირვებით, მინიმალური სხვაობით სძლია უელსის ნაკრებს - 17:16. "ბოკეს" თამაში სამოას ნაკრებთანაც ძალიან გაუჭირდა - 13:5. სამოელები მსოფლიოს თასის მფლობელებთან მარცხს არბიტრს აბრალებენ.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ავსტრალიელებთან მატჩში ტრავმების
გამო ორი წამყვანი მოთამაშე ფრანსუა სტეინი და ბაკის ბოთა დააკლდებათ.

C ჯგუფში მოასპარეზე ავსტრალიის ნაკრები კი ყველასთვის მოულოდნელად, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა, რომელიც წლეულს შესანიშნავად თამაშობს.
რობი დინისის გუნდი, სამხრეთ აფრიკის ნაკრებისგან განსხვავებით, მსოფლოს თასის წლევანდელ გათამაშებაში ყველაზე ახალგაზრდულია. შესაბამისად, "ვოლაბებისა" და `ბოკეს" დაპირისპირება, ახალგაზრდობისა და გამოცდილების ჭიდილი იქნება.

ეს გუნდები მსოფლიოს თასის გათამაშებაში ბოლოს 1999 წელს ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინაც "ბოკე" ტიტულს იცავდა. "ვოლაბებმა" გაიმარჯვეს და მერე ფინალში ფრანგებსაც სძლიეს. შედეგად ავსტრალიის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც "ვებ ელისის" თასი მეორედ მოიპოვა.

ახლა, გამორიცხული არაა მათ შორის გამარჯვებულმა მსოფლიოს თასი მესამედ მოიპოვოს.

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
სამხრეთ აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ჯე პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფური დუ პრი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმითი, 3. იან დუ პლესი, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ჰაინრიხ ბროსუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. პიერ სპისი.
16. ბისმარკ დუ პლესი, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ვილიამ ალბერტსი, 19. ფრანსუა ლოუ, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. ხიო ეპლონი.
ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პატ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერ, 4. დენ ვიკერმანი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რადიკე სამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული