ყველანაირი პროგნოზების მიუხედავად, რაც უნდა საკვირველი იყოს, მეოთხედფინალურ წყვილებში უფრო საინტერესო შეხვედრები ევროპელებს შორის გაიმართა. უელსისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება, ახალ ზელანდიაში დღემდე გამართულ მატჩებს შორის, თამამად შეიძლება საუკეთსოდ დასახელდეს.
უელსელებმა მატჩი თავიდან ბოლომდე შესანიშნავად ჩაატარეს და ისტორიაში მეორედ გააღწიეს მსოფლიოს თასის ნახევარფინალში. პირველად ეს 1987 წელს ისევ ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოხდა.
უელსის ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში
როგოც გაირკვა, მისი წინააღმდეგი არავინაა. ინგლისის რაგბის კავშირსა და მორაგბეებს ერთნაორად სურთ მომდევნო ოთხ წელიწადს "პომებს" ისევ ჯონომ უხელმძღვანელოს.
ჯონსონისგან განსხვავებით, სავარუადოდ თანამდებობას დატოვებს სამხრეთ აფრიკის თავკაცი პიტერ დე ფილიერსი. ამის თაობაზე "ბოკეს" აბექარმა თავკაცმა ავსტრალიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სამხრეთაფრიკელები "ვოლაბებს" თითქმის ყველაფერში ჯობნიდნენ, საკმაოდ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდენენ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ - 9:11.
ლოგიკურად დასრულდა ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებების მეოთხედფინალური დაპირისპირება. "პუმები" მასპინძელთა ძალიან ძლიერ გუნდს 60 წუთის განმავლობაში უძალიანდებოდნენ, თუმცა "ოლ ბლექსამ" მაინც თავისი გაიტანა და 33:10 მოიგო.
მეოთხედფინალი
უელსი-ირლანდია 22:10
უელსი: 3ლ - შ.ვილიამსი, ფილიპსი, დევისი. 2გ - პრისტლენდი. ს - ჰალპფენი.
ირლანდია: ლ - ირლზი. გ,ს: ოგარა.
ინგლისი-საფრანგეთი 12:19
ინგლისი: 2ლ - ფოდენი, კუეტო. გ: ვილკინსონი
საფრანგეთი: 2ლ - კლერი, მედარი. 2ს - იაშვილი. გ - ტრინ-დუკი.
ახალი ზელანდია-არგენტინა 33:10
ახალი ზელანდია: 2ლ - რიდი, თორნი. გ - კრადენი. 7ს: ვიპუ.
არგენტინა: ლ - ფარიასი. გ - კონტეპომი, ს - ბოში.
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა 11:9
ავსტრალია: ლ - ჰორვილი. 2ს - ოკონორი.
სამხრეთ აფრიკა: 2ს,ა - მ.სტეინი.
ნახევარფინალი
ახალი ზელანდია-ავსტრალია, საფრანგეთი-უელსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"