აღნიშნული ფაქტი 9 ოქტომბერს მოხდა, ხოლო წინა დღეს ინგლისელები მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან (12:19) დამარცხდნენ. როგორც გაირკვა, ტუილაგი არ დაშავებულა და ადგილობრივი პოლიციის შენობაში იქნა გადაყვანილი.
მორაგბემ პოლიციის განყოფილებაში ერთი საათი დაჰყო და შემდეგ ტუილაგი ინგლისის ხელმძღვანელობას გადასცეს, რომელმაც მოთამაშე 3460 ევროთი დააჯარიმა. მისი საქციელის მიზეზი, როგორც ტერმინალის დაცვის თანამშრომლებმა ახსნეს, სიმთვრალე იყო.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით