სლედმა, ისევე როგორც ერთი კვირის წინათ დენ კარტერმა, საზარდული დაიჭიმა და საოპერაციო შეიქნა. შესაბამისად ის "ოლ ბლექსს" ნახევარფინალში ვერაფრით დაეხმარება. მულიაინამ კი, რომელმაც "პუმებთან" მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა, მხარი მოიტეხა. ცხადია, მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ისიც ვერ განაგრძობს.
"ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ მათ ნაცვლად სტივენ დონალდი და ჰოსე გეარი იხმო. ისინი ახალი ზელანდიის ნაკრების ბანაკში დღეს გამოცხადდებიან.
"ჩვენ გუნდის ორი საუკეთესო
საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ჯგუფი მოთამაშეებისა, რომლებსაც დაშავებულების სრულფასოვნად შეცვლა შეუძლიათ. იმედია, ისინი გუნდში ადაპტაციის პროცესს სწრაფად გაივლიან" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"