ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა ფეხი იტკინა და, როგორც გაირკვა, თანაკლუბელ, შერკინების მესამეხაზელ იმანოლ არინორდოკთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ ოთხშაბათიდან შეძლებს.
ჟან-ბატისტ პუ და ჟულიენ ბონერი კი საწვრთნელ პროცესს დღეიდან შეუერთდებიან. კიდევ ერთი დაშავებული, უკანახაზელი ორელიან რუჟერი კი ცალკე, ინდივიდუალურად ითამაშებს. შეძლებს თუ არა რომელიმე მათგანი ნახევარფინალში უელისის ნაკრებთან თამაშს, ხუთშაბათს საღამოს გაირკვევა, როცა "ლე ბლოს " თავკაცი მარკ ლივერმონი საბრძოლო, 22-კაციან რაზმს დაასახელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"