საგულისხმოა, რომ 24 წლის წინათ, მსოფლიოს თასის პირველი გათამაშების ნახევარფინალში, სწორედ ამ ოთხეულმა ითამაშა. მაშინ "ოლ ბლექსმა" და "ლე ბლომ" მეტოქეთა წინააღმდეგობა დაძლიეს. იგივეს გამეორება, ვფიქრობთ, ამჯერად ძალიან ძნელი იქნება, თუმცა, ცხადია, გამორიცხული არაფერია.
ახალი ზელანდიის ნაკრები
წლეულს ამ გუნდების შეხვედრაში, ბრისბენში ავსტრალიის ნაკრებმა "ოლ ბლექსი" დაამარცხა 25:20 და ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოიგო სამი ერის გათამაშება.
ნახევარფინალის წინ, ახალი ზელანდიის ნაკრებს პრობლემები მიეძალა. "ოლ ბლექსმა" ბოლო ორ თამაშში ზედიზედ ორი მგეზავი დენ კარტერი და კოლინ სლედი დაკარგა. ორივე საკმაოდ სერიოზულად დაშავდა და ტურნირს გამოეთიშა. ამიტომ "ვოლაბებთან" მასპინძელთა გუნდს აარონ კრადენი დაგეზავს. თადარიგში კი სტივენ დონალდი იქნება.
ტრავმის გამო 22-კაციან განაცხადში არ არის გამოცდილი ფულბეკი მალილი მულიაინა. ამ პოზიციაზე იზრაელ დაგი ითამაშებს. ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა გუნდის ლიდერი და კაპტანი რიჩი მაქოა, თუმცა ის მაინც ძირითად შეამადგენლობაშია.
ახალი ზელანდიის ნაკრებისგან განხსვავებით, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას მხოლოდ მეოთხედფინალში წააწყდა არგენტინის ნაკრებთან მატჩში, ავსტრალიელებს დიდი ბრძოლები გადახდათ. "ვოლაბებს" განსაკუთრებით მეოთხდფინალში გაუჭირდათ.
ავსტრალიელებმა საკმაოდ უდრეკი სულისკვეთება გამოამჟღავნეს მეოთხედფინალში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში, რაც გვაფიქრებინებს, რომ "მუდმივ მეტოქესთან" არაფერს დათმობენ. მით უფრო, რომ ყველა წამყვანი მოთამაშე ჯანმრთელი ჰყავთ და საბრძოლველად მზად არიან.
ავსტრალია-ახალი ზელანდია
ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12, პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ აქლექსანდერი, 4. დენ ვიკერმანი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რადიკე სამო.
16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. ბენ მაკკალმენი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ანტონი ფაინგაა.
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. რიჩარდ კაჰუი, 10. აარონ კრადენი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. სამუელ ვაითლოქი, 5. ბრედ თორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი
16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ალი ვილიამსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. სონი ბილ ვილიამსი.
* * *
ერთი მატჩის სულ რაღაც 80 წუთი აშორებს საფრანგეთის ან უელსის ნაკრებს ნანატრ ფინალამდე. ოკლენდში, "ედენ პარკზე" ფრანგები დღეს უელსელებს დაუპირისპირდებიან, რომლებიც მსოფლიოს თასის ნახევარფინალში მეორედ გავიდნენ.
უელსელთა ასეთი "შორს წასვლა" ყველას აკვირვებს. მოდით, რამდენიმე თვით უკან დავბრუნდეთ. უელსის ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება ყველასთვის გასაკვირად პოლონეთში გაიარა. "დრაკონების" არჩევანი გაგუგებარი იყო. პოლონეთი სარაგბო ქვეყანა არასდროს ყოფილა.
თურმე ნუ იტყვით და, როგორც ერთ-ერთი პოლონელი ჟურნალისტი წერს, უელსელები, რომლებიც უიდედეს დატვირთვებს იღებდნენ, აქტიურად იყენებდნენ პოლონეთში გავრცელებულ კრაიოთერაპიას, რაც საშუალებას აძლევდათ ენერგია სწრაფად აღედგინათ. შედეგი? უელსის ნაკრების მსოფლიოს თასის გათამაშებაში ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი, სწრაფი და მოუღლელი გუნდია.
თამამად უნდა ითქვას, რომ უელსის ნაკრები ფინალში გსვლას ალალად იმსახურებს. ერთადერთი მარცხი ამ გუნდმა ჯგუფურ ტურნირზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან განიცადა მინიმალური სხვაობით და ის მარცხიც არბიტრის ნამუსზეა.
"ლე ბლოს" წინააღმდეგ სათამაშოდ "დრაკონები" საბრძოლო შემადგენლობით გავლენ. მწყობრშია ამ გუნდის ყველაზე სახიფათო რგოლი, უკანა ხაზი. ფულბეკი ლეიგ ჰალპფენი და შუამარბი ჯიმი რობერტსი ტურნირზე საუკთესოები არიან. "ბებერი" გარემარბი შეინ ვილიამსი კი, როგორც ყოველთვის შეუდარებელია.
საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდთან მეოთხედფინალურ მატჩში მძიმე ბრძოლა გადაიტანა და რამდენიმე წამყვანი მორაგბე დაუშავდა. თუმცა ყველა მათგანმა, ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა, შერკინების მესამეხაზელმა იმანოლ არინორდოკმა და შერკინების ბურჯმა ჟან-ბატისტ პუმ ტრავმები მოირჩინეს და მწყობრში არიან.
მარკ ლივერმონი ჯიუტობს და "იაშის" მგეზავად ისევ მორგან პარა შეუწყვილა. არინორდოკმა, მას შემდეგ რაც რამდენჯერმე ფლანკერად ითამაშა, ისევ რვა ნომრის პოზიცია დაიბრუნა და მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
უელსი-საფრანგეთი
უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. ჯეიმზ ჰუკი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლაიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. რობი ფალეტაუ.
16. ლოიდ ბარნსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ბრედლი დევისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. სტივენ ჯოუნზი, 22. სკოტ ვილიამსი.
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11, ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბაისტ პუ, 2. ვილიამ სერვატი, 3. ნიკოლას მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
16. დიმიტრი სზარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ფულენსე უოდრაოგო, 20. ფრანსუა ტრინ-დუკი, 21. ჯან-მარ დუსენი, 22. სედრი ეიმანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"