მიუხედავად ამისა, კრიტიკას ფრანგი მორაგბეები ნამდვილად იმსახურებდნენ. მატჩის არბიტრმა, ირლანდიელმა ალან როლანმა, რომელმაც ჯგუფურ ტურნირზე საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩიც იმსაჯა, 25-ე წუთზე უელსელთა კაპიტანი სემ ვერბარტონი მოდენიდან თამაშის ბოლომე გააძევა. სემმა ფრანგთა გარემარბს, ვინსან კლერს ლამის კისერი მოსტეხა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, ფრანგებს მეტოქის დამარცხება ძალიან გაუჭირდათ.
იმსხურებდა თუ არა ვერბარტონი წითელ
ერთი სიტყვით, მსაჯის ამ მოქმედებამ, სამართლიანი იყო ის, თუ უსამართლო, თამაში მართლაც გააფუჭა. უელსის ნაკრები ევროპაში ყველაზე ლამაზი, რომანტიკული რაგბის მიმდევარი გუნდია, რომელმაც რიცხობრივ უმცირესობაში, ისეთი ძლიერი გუნდის დამარცხება როგორიც საფრანგეთის ნაკრებია ვერ შეძლო.
ფრანგთა თავკაცმა კი მატჩის შემდეგ დაიჩივლა:
"ჩემი მორაგბეები ზომაზე მეტ ლუდს სვამენ და გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებენ. 1999 წლის მსოფლიოს თასის ფინალში, როგორც მორაგბემ, მონაწილეობა მივიღე. მაშინ "ლე ბლო" დამარცხდა. არ მინდა, ფინალში მარცხით გამოწვეული ის საშინელი გრძნობა ამჯერადაც განვიცადო. ამიტომ, ყველაფერს ვიღონებ, რომ გუნდი საბრძოლველად განვაწყო და შინ "ვებ ელისის" თასით დავბრუნდეთ".
ფრანგთა ნაკრების მეტოქე ფინალში, 23 ოქტომბერს ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში თავის ძველი მეტოქე და "დაუძინებელი მტერი" ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა - 20:6.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების გზა აქამდე მსოფლიოს თასის გათამაშებაში მხოლოდ ორჯერ გადაიკვეთა და ორივეჯერ გამარჯვება "ვოლაბებს" დარჩათ.
"ოლ ბლექსმა" ნავსი როგორც იქნა გატეხა და საკმაოდ მრისხანე მეტოქის დამარცხების შემდეგ დიდი ხნის ოცნების ასრულებას მიუახლოვდა.
ახალი ზელანდის ნაკრებმა "ვებ ელისის" თასი შორეულ 1987 წელს, მსოფლიოს თასის პირველ გათამაშებაში მოიპოვა. ახალზელანდიელებს 24 წლის შემდეგ ამის შანსი კიდევ ერთხელ ეძლევათ. ისევე როგორც მაშინ, ამჯერადაც მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.
შეძლებს თუ არა "ოლ ბლექსი" 24 წლის წინანდელი მიღწევის გამეორებას 23 ოქტომბერს გაირკვევა.
მსოფლიოს თასი
III ადგილი, 21 ოქტომბერი
უელსი-ავსტრალია
ფინალი, 23 ოქტომბერი
საფრანგეთი-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"