დისკვალიფიცირებული კაპიტნის სემ ვერბარტონის ადგილს ფლანკერის პოზიციაზე რვა ნომერი ტობი ფალეტაუ დაიკავებს. რვა ნომრად კი ტრავმამოშუშებული რაიან ჯოუნზი დადგება.
შერკინების პირველ ხაზში დაშავებული ადამ ჯოუნზის ნაცვლად პაულ ჯეიმზი ითამაშებს. გეთლენდმა სულის მოთქმის საშუალება მისცა მეორეხაზელ ალან-ვინ ჯოუნზს, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა შორის იქნება. ძირითადში კი ბრედლი დევისი ითამაშებს.
უელსელებს ვერბარტონის არყოფნაში, რომელსაც სამკვირიანი დისკვალიფიკაცია აქვს,
"მესამე ადგილისთვის მატჩში ჩვენ, ფაქტიურად, მორაგბეთა იგივე შემადგენლობას ვეყრდნობით, რომელმაც მსოფლიოს თასის გათამაშებაში აქამდე მოგვიყვანა. ერთადერთი ცვლილება, რომელიც არ იყო იძულებითი, მეორე ხაზში განვახორციელეთ. ალან-ვინ ჯოუნზს ფრანგებთან მატჩში, როცა ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, დიდი ჯაფა დაადგა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ ცოტას დაისვენებს.
ავსტრალიის ნაკრებს ბოლოს ორიოდ თვის წინ შინ "მილენიუმზე" ვეთამაშეთ. ცხადია, კარგად ვიცნობთ ამ გუნდის თამაშს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შინ ზეიმით მიგვიღონ, როგორც მსოფლიოს სამ საუკეთესო გუნდს შორის შემავალი ნაკრები.
ჩვენ გრძელი და რთული გზა გავიარეთ, ბეჯითად ვიშრომეთ და, ვფიქრობ, მსოფლიოს რაგბის ისტორიის სახელმძღვანელოში ღირსეული ადგილის დაკავება ალალად გვერგება" - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.
უელსის ნაკრები: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. ჯეიმზ ჰუკი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. პაულ ჯეიმზი. 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. დენ ლიდიატი, 7. ტობი ფალეტაუ, 8. რაიან ჯოუნზი.
16. ლოიდ ბარნსი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ალან-ვინ ჯოუნზი, 19. ენდი პოუელი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. სტივენ ჯოუნზი, 22. სკოტ ვილიამსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"