მარტინ ჯონსონი გზაგასაყარზე

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის აღმასკომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მარტინ ტომასმა, "პომების" თავკაც მარტინ ჯონსონს შესთავაზა მომავალი კვირის ბოლომდე გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების მესაჭედ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების მსოფლიოს თასზე გამოსვლა უარყოფითად იყო შეფასებული. "პომების" შესაძლო წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ლეგენდარულმა ინგლისელმა მორაგბემ ლოურენს დალალიომ იწინასწარმეტყველა. "ეს გუნდი მზად არ არის ვებ ელისის თასი მოიგოს" - თქვა მაშინ მრავლისმნახველმა მესამეხაზელმა.

მიუხედავად ამისა, ინგლისის რაგბის კავშირში მიაჩნიათ, რომ ნაკრებს ისევ მარტინ ჯონსონი უნდა წვრთნიდეს. თუმცა, მას
კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და მხლოდ ჯონსონზეა დამოკიდებული განაგრძობს თუ არა ეროვნულ გუნდში მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიო თასის გათამაშება 2015 წელს სწორედ ინგლისში გაიმათება, რაც "პომების" წარმატების შანსს საგრძნობლად ზრდის.

"არ მინდა ისე გაიგონ თითქოს მარტინ ჯონსონს ულტიმატუმს ვუყენებდე. მას შეუძლია იმდენ ხანს იფიქროს, რამენსაც საჭიროდ ჩათვლის. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი მარტინს და ახლაც მიმაჩნია, რომ ნაკრებს მან უნდა უხემძღვანელოს" - თქვა მარტინ ტომასმა.

თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ინგლისური რაგბის კიდევ ერთ ლეგენდას უილ კარლინგს.

"ვფიქრობ "ჯონო" სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ ის ნაკრებში დარჩება მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო შეილახება. ის მეტად ლოიალური ადამიანია და ძალიან გაუჭირდა გუნდის თავგასული მოთამაშეების დამორჩილება.

ცხადია, "ჯონოს" გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილს ვერ დაუკარგავ. ის დიდი მორაგბე და გუნდის კაპიტანი იყო. თუ მისი მოღვაწეობის ბოლო სამ წელიწადს განვიხილავთ, საამაყო ბევრი არაფერი აქვს" - თქვა უილ კარლინგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული