მარკმა მართლაც ძალიან გარისკა. მან ცხრა ნომერი მორგან პარა მგეზავად გაამწესა. ამით ქართული წარმოშობის ცხრა ნომერ, დიმიტრი იაშვილს საშუალება მიეცა ძირითადში ადგილი დაემკვიდრებინა. ეს დუეტი თამაშიდან-თამაშამდე სულ უფრო უკეთ გამოიყურება.
"ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, საკუთარ მოსაზრებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ამან შედეგი გამოიღო. ინგლისთან გამარჯვებამ კი თავდაჯერებულობა შეგვძინა." - თქვა "იაშიმ"
ყოფილი კონკურენტები ახლა
"როცა კონკურენტები ვიყავით ერთმანეთს თვალს ვერ ვუსწორებდით. ამჯერად ჩვენი ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ყველაფერი წესრიგშია" - აღნშნა მორგან პარამ.
აღსანიშნავია, რომ იაშვილი და პარა ამჟამად ტრავმირებულნი არიან და ვარჯიშს მხოლოდ ხუთშაბათს განაახლებენ. პარას კისერი სტკივა და გუშინ, მხოლოდ მსუბუქი რბენით დაკმაყოფილდა. იაშვილს კი, რომელმაც ნახევარფინალში უელსის ნაკრებთან თავიდან ბოლომდე ითამაშა, მარცხენა თეძო ისევ აწუხებს და დასვენება სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"