ახალი ურთიერთობა დიმიტრი იაშვილთან

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები კვირას, ოქლენდში მსოფლიოს თასის ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ლე ბლოს" მთავარ მწვრთნელს მარკ ლივერმონს, ცხადია, თამამად შეუძლია იამაყოს იმ ექსპერიმენტით, რომელიც მან მსოფლიოს თასის მსვლელობისას წამოიწყო.

მარკმა მართლაც ძალიან გარისკა. მან ცხრა ნომერი მორგან პარა მგეზავად გაამწესა. ამით ქართული წარმოშობის ცხრა ნომერ, დიმიტრი იაშვილს საშუალება მიეცა ძირითადში ადგილი დაემკვიდრებინა. ეს დუეტი თამაშიდან-თამაშამდე სულ უფრო უკეთ გამოიყურება.

"ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, საკუთარ მოსაზრებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ამან შედეგი გამოიღო. ინგლისთან გამარჯვებამ კი თავდაჯერებულობა შეგვძინა." - თქვა "იაშიმ"

ყოფილი კონკურენტები ახლა
მოკავშირეები გახდნენ. ლივერმონს ძალიან უხაროდა, რადგან პარას მგეზავად გადაყვანამ იაშვილს ყველანაირი კომპლექსი მოუხსნა და ამ მორაგბემ თავის პოტენციალის სრულად წარმოჩენა შეძლო.

"როცა კონკურენტები ვიყავით ერთმანეთს თვალს ვერ ვუსწორებდით. ამჯერად ჩვენი ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ყველაფერი წესრიგშია" - აღნშნა მორგან პარამ.

აღსანიშნავია, რომ იაშვილი და პარა ამჟამად ტრავმირებულნი არიან და ვარჯიშს მხოლოდ ხუთშაბათს განაახლებენ. პარას კისერი სტკივა და გუშინ, მხოლოდ მსუბუქი რბენით დაკმაყოფილდა. იაშვილს კი, რომელმაც ნახევარფინალში უელსის ნაკრებთან თავიდან ბოლომდე ითამაშა, მარცხენა თეძო ისევ აწუხებს და დასვენება სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული