ბეილი დაბრუნდა, ოთხი ახალია

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრები ხვალ, ოქლენდში "ედენ პარკზე" მესამე ადგილისთვის მატჩში უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ტრავმა მოიშუშა და "ვოლაბების" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ფულბეკი ქართლი ბეილი. ამან საშუალება მისცა ადამ-ეშლი კუპერს შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლოს. მას პარტნიორობას გაუწევს ბერიკ ბარნსი.

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა გუნდში რამდენიმე იძულებითი ცვლილება განახორციელა. ტრავმების გამო უელსის ნაკრებთან ვერ ითამაშებენ პეტ მაკკები, დენ ვიკერმანი, სეკოპე კეპუ და სტივენ მური. მათ ნაცვლად დინსმა ძირითად შემადგენლობაში ბერიკ ბარნსი, ნათან შარპი, ჯეიმზ სლიპერი და ტატაფუ პოლოტა-ნაუ დააყენა.

"გუნდი საკმაოდ სახეშეცვლილია,
მაგრამ გარწმუნებთ ამ ბიჭებს რეალურად შეუძლიათ მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგონ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსოფლიოს თასის ბრინჯაოს მედლების მოპოვება საკმაოდ პრესტიჟულია და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ახალი ზელანდიიდან ხელცარიელი არ წავიდეთ" - თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა.

ავსტრალია-უელსი
ავსტრალიის ნაკები: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სალესი მააფუ, 4. ჯეიმზ ჰორვილი, 5. ნათან შარპი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალემენი.
16. საია ფაინგაა, 17. ბენ ალექსანდერი, 18. რობ საიმონსი, 19. რადიკე სამო, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. რობერტ ჰორნი.

უელსის ნაკრები: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. ჯეიმზ ჰუკი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. პაულ ჯეიმზი. 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. დენ ლიდიატი, 7. ტობი ფალეტაუ, 8. რაიან ჯოუნზი.
16. ლოიდ ბარნსი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ალან-ვინ ჯოუნზი, 19. ენდი პოუელი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. სტივენ ჯოუნზი, 22. სკოტ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული