"ლე ბლოს" სასტარტო შეამდგენლობა უკვე მესამე თამაში უცვლელია. ლივერმონმა მგეზავის პოზიციაზე ფრანუსა ტრინ-დუკს ისევ მორგან პარა ამჯობინა. კვლავ იმავე შემადგენლობით ითამაშებს ფრანგთა მესამე ხაზი. იმანოლ არინორდოკი, ჟულიენ ბონერი და ტიერი დუსოტუარი მსოფლიოს თასზე საუკეთესო ტრიოა.
ფრანგების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. "ლე ბლოს" შუამარბი ორელიან რუჟერი პრესკონფერენციიდან გაიქცა და ჟურნალისტებს ხელში მეორეხაზელი ლიონელ ნალე შეატოვა.
"ძალიან არ მომეწონა, რაც მან თქვა. ჩვენ ისედაც მძიმე დღეები გვაქვს, მიმდინარე კვირა კი ყველაზე რთული იქნება. ამიტომ, არ გვინდა ყურადღება მივაქციოთ ასეთ დეტალებს. წინ უმნიშვნელოვანესი, ცხოვრების მატჩი გველის და მთელი ყურადღება სწორედ ამ თამაშისკენ გვაქვს გადატანილი" - თქვა ლიონელ ნალემ.
ერთი სიტყვით, ჟურნალისტების მცდელობა, ფრანგთა ბანაკში ვითარება დაეძაბა უშედეგოდ დასრულდა.
ლივერმონი სათადარიგო მოთამაშეებს ხვალ დაასახელებს.
საფრანგეთის ნაკრები: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რიჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"